ჯეისონ მერსიერი პროფესიონალური პოკერიდან მიდის

ვანესა სელბსტის მსგავსად, პროფესიონალურ პოკერს კიდევ ერთი მოთამაშე, ჯეისონ მერსიერი ჩამოშორდა. როგორც ჩანს, პროფესიონალი მოთამაშეების ცხოვრებაშიც დგება მომენტი, როდესაც პრიორიტეტები მნიშვნელოვანწილად იცვლება. მერსიერი არამხოლოდ პოკერიდან წავიდა, არამედ PokerStars-ის გუნდიც კი დატოვა. 

მის ცხოვრებაში, გასულ წელს, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა - ის ჯერ ნატაშა ბარბურზე დაქორწინდა, შემდეგ კი შვილი - მარკო ჰენრი მერსიერი შეეძინა. თავად ჯეისონ მერსიერის განმარტებით, შვილის გაჩენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დრამატული მოვლენა იყო მის ცხოვრებაში. 

"როცა ჩემი შვილი დაიბადა, ცხოვრება სრულიად შეიცვალა, - ყვება მერსიერი, - ჩემი ოჯახის სამსახურში ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რაც ახლა მაქვს მიზნად დასახული. ამიტომაც, ვიფიქრე, რომ ჩემი ურთიერთობა PokerStars-თან უნდა შეწყვეტილიყო - მე არც მუდმივი მოგზაურობის სურვილი მაქვს და არც დრო."

ჯეისონ მერსიერს პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშის კარიერა ჰქონდა. ის PokerStars-ის სახე 8 წლის განმავლობაში იყო, რაც პოკერის ელიტაში ყოფნას, საუკეთესო ტურნირებზე დასწრებას, პრივატულ ქეშ-გეიმებზე თამაშისა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის საშუალებას გულისხმობდა. ნაკლებსავარაუდოა, რომ მერსიერი პოკერს სრულად გამოეთიშოს - სელბსტის მსგავსად, მისი ნახვა ტურნირებზე იშვიათად, მაგრამ მაინც იქნება შესაძლებელი. 

რუმები

ქართული უცხოური