სემი კელოპურო მოთამაშეების სტატისტიკებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
ფინელმა ჰაი სტეიკს გრაინდერმა, სამი კელოპურომ საკუთარი სტატისტიკა გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ მაღალ ლიმიტებზე, 2017 წელს, ფინელმა მნიშვნელოვანი ზარალი ნახა, წლის დასრულება მაინც პლუსით მოახერხა, რაც PokerStars-ის შედარებით დაბალი ლიმიტების და სხვა პოკერ-რუმების დამსახურებაა.
გასულ კვირას, კანადელმა ლეგენდამ, დენიელ ნეგრანუმაც გამოაქვეყნა საკუთარი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ თუ ვინმეს ტურნირებიდან სოლიდური შემოსავლები აქვს მიღებული, სულაც არ ნიშნავს, რომ ის მომგებიანი მოთამაშეა. ნეგრანუმ ხაზი იმ გარემოებას გაუსვა, რომ ტურნირების მოთამაშეებს უამრავი მოგზაურობა უწევთ, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ტურნირის ბაი-ინები და ხშირად გაკეთებული რე-ბაი მნიშვნელოვან ზარალს აყენებს მოთამაშის ბანკროლს.
კელოპუროც, ნეგრანუს მსგავსად, სტატისტიკების რეალურობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამჯერად, კანადელისგან განსხვავებით, კელოპურო მის წამგებიან სტატებზე საუბრობს, რომელთა მიუხედავადაც მან წელი მოგებით დაასრულა. როგორც ირკვევა, სტატისტიკებში უამრავი თამაში არაა აღწერილი: მაგალითად, PartyPoker-ის რამდენიმე მაღალი ლიმიტის მაგიდა საერთოდ დაფარულია მაყურებლებისთვის და, შესაბამისად, დამკვირვებელს რეალური სტატისტიკის წარმოების საშუალება არ ეძლევა.