როგორ თაღლითობს ინტერნეტში 'ყალბი' ბენ სალკსი?

ვისაც პოკერის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა სურს, ეცოდინება, რომ ონლაინ პოკერის ლეგენდას, ბენ Sauce123 სალსკის საკუთარი სატრეინინგო საიტი აქვს, რომელზე დარეგისტრირების შემთხვევაში, მომხმარებელი პირადად სალსკისგან მიიღებს გაკვეთილებსა და რჩევებს. მსგავსი მომსახურება პოკერის სამყაროში უცხო არ არის: დაგ პოლკი, ჯო ინგრამი, ბენ სალსკი, ფილ გალფონდი, ფედორ ჰოლცი - ეს იმ მოთამაშეების მცირე ჩამონათვალია, ვინც მსგავს ბიზნესში არიან ჩართულები. 

როგორც "2+2 ფორუმზე" გაირკვა, ფორუმის მომხმარებელი - Sirrybob თაღლითობის მსხვერპლი გახდა. ის ბენ სალსკის სახელს ამოფარებული თაღლითის მახეში გაება. მისი პოსტიდან ირკვევა, რომ სკაიპში, პოკერთან დაკავშირებულ ჯგუფებში, მომხმარებელი სახელად BenSulsky იჯდა და მსხვერპლს ელოდებოდა. მასთან დაკავშირების შემდეგ, Sirrybob-მა მწვრთნელისგან გაკვეთილების მიღება გადაწყვიტა, რადგან მისი რამდენიმე რჩევა, საუბრის მანერა და ცოდნის დონე აშკარად შეესაბამებოდა ლეგენდარული მოთამაშის მახასიათებლებს. როგორც ჩანს, თაღლითმა თავისი საქმე კარგად იცოდა და საკმაო დრო დახარჯა მომზადებაში. Sirrybob-ის მიერ ფულის გადახსის შემდეგ, 'ბენ სალსკი' სკაიპიდან გაქრა.

საგულისხმოა, რომ Sirrybob "2+2 ფორუმის" ძველი მომხმარებელია და მას საკმაოდ კარგად ესმის პოკერის თეორიული ნაწილი. თუ ის 'ყალბი' სალსკის მსხვერპლი გახდა, მაშინ გამორიცხული არაა, რომ თაღლითმა უამრავი სხვა მოთამაშე შეიყვანა შეცდომაში. 

თავად ბენ სალსკი თაღლითობის ფაქტს გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი სახელი კრიმინალურ სქემაში იქნა გამოყენებული, რის გამოც პოკერის მოთამაშეები დაზარალდნენ. 

რუმები

ქართული უცხოური