ფედორ ჰოლცი eSports-ში

როგორც გასულ კვირას, ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაირკვა, გერმანელმა ტურნირების ფენომენმა, ფედორ ჰოლცმა eSports-ის ერთ-ერთ ცნობილ კომპანიებში - Team EnVyUs და Dallas Fuel-ში ფულის ჩადება გადაწყვიტა. 

თუ ვინმეს ჰოლცის საიტზე - PrimedMind-ზე ატვირთული დოკუმენტური ფილმების სერია აქვს ნანახი, ეცოდინება, რომ გერმანელი მოთამაშე ბიზნესის ინვესტირებით იყო დაინტერესებული და შესაბამის კომპანიას დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. ფილმში, ასევე, ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ $111.111 დოლარიანი One Drop WSOP ჰაი როლერის დროს, რომელზეც ჰოლცმა $5 მილიონი დოლარი მოიგო, მას Team EnVyUs-ის რამდენიმე წარმომადგენელთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. 

მის გადაწყვეტილებაზე, ჰოლცმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მომწონს ფულის ჩადება იმაში, რასთანაც ემოციურ კავშირს ვპოულობ. ვცდილობ, წვლილი შევიტანო ამა თუ იმ სფეროს განვითარებაში და, ამასთანავე, სარგებელიც მივიღო ჩემი საყვარელი საქმისგან. EnVyUs, როგორც კომპანია, ძალიან მომწონს. ვაფასებ იმ ფაქტს, რომ საკუთარ მოთამაშეებს განსაკუთრებულად უფრთხილდებიან. სწორედ მსგავსი ორგანიზაციის ნაწილი მინდოდა ვყოფილიყავი."

 

რუმები

ქართული უცხოური