მაიკლ კანაანი WSOP Circuit Sydney Main Event-ს $300.000 დოლარით იგებს
ავსტრალიელი მაიკლ კანაანი სიდნეიში გამართული, 2017 WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული გახდა. ადგილობრივმა პროფესიონალმა მოთამაშემ, სამშობლოში გამართული სერიების მთავარი ღონისძიების პირველი ადგილისთვის $300.000 მიიღო.
კანაანი დიდ პოკერში, პირველად, 2011 წელს გამოჩნდა, როდესაც მან ANZPT Sydney-ის მოგება მოახერხა, $203. 202 დოლარით პირველი ადგილისთვის. უკანასკნელი გამარჯვებით, რომელიც კანაანის კარიერაში უდიდესია, მისი საერთო სატურნირო შემოსავალი $1.2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
$2.200 დოლარიანმა WSOP Circuit ივენთმა, რომელიც Star Poker Room-ში ჩატარდა, 1.067 მოთამაშის მოზდივა შეძლო. როგორც მოგვიანებით, კანაანის მიერ მიცემულ ინტერვიუში გაირკვა, მთავარი დარიგება მისთვის ჯიბის KK აღმოჩნდა, რომლითაც მე-7 ადგილიდან სემ ჰასანი გამოთიშა ტურნირს. ამ დარიგებით მან ჩიპების იმ რაოდენობის აკუმულირება მოახერხა, რომელიც ფინალურ ჰედს-აპამდე მიღწევასა და ტურნირის საბოლოოდ მოგებაში დაეხმარა. "სემ ჰასანის წინააღმდეგ დარიგებაში გავორმაგდი და ჩიპლიდერი გავხდი, - ყვება კანაანი, - სამი დღის განმავლობაში ის შეუჩერებელი იყო, მაგრამ ჩემთან დამარცხდა."
ფინალურ ჰედს-აპში, მაიკლ კანაანმა მაიკლ ფრეიზერი დაამარცხა. "მაქსიმალურად ვცდილობ, დისციპლინირებული ვიყო. ხშირად, ჩემი სტეკის განიავებას მხოლოდ იმიტომ 'ვახერხებ', რომ არასწორ და ძალიან ემოციურ გადაწყვეტილებებს ვღებულობ. ვცდილობ, ყველაფერი შევცვალო და გამოვასწორო."