ჰაი სტეიკს ონლაინ გრაინდერის, Cumicon-ის ვინაობა გამჟღავნდა
მიმდინარე კვირაში, თანამედროვე ონლაინ პოკერის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, cumicon-ის რეალური ვინაობა გამჟღავნდა. როგორც PokerNews-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია აღწერილი, ჰაი სტეიკს ონლაინ გრაინდერი cumicon ამერიკელი კალენ კონორსი აღმოჩნდა, რომელიც ამ მომენტისთვის კანადაში ცხოვრობს.
PokerNews-ის გარდა, cumicon-ის ვინაობას და მის ისტორიას ჯო ინგრამის პოდკასტიც დაეთმო, სადაც მოთამაშეებმა იდუმალებით მოცული ნიკის უკან მდგომი პიროვნების, მის მიერ გამოვლილი გზისა და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრეს.
cumicon-მა $7 მილიონი დოლარის მოგების შემდეგ, პროფესიონალური პოკერიდან წასვლა დააანონსა. როგორც კონროსი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება იმ ფაქტით იყო გამოწვეული, რომ მას პოკერის თამაში არასდროს მოსწონდა. პოკერი მისთვის მხოლოდ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა, მაგრამ 'ადვილმა ფულმა' ის იმდენად მოხიბლა, რომ ვირტუალურ მაგიდებთან რამდენიმე წელი გაატარა. გარკვეული პერიოდით, ის ულიმიტო ჰოლდემს თამაშობდა, მაგრამ $1 მილიონის მოგების შემდეგ, მიხვდა, რომ მისი მთავარი საქმე პოტ-ლიმიტ ომაჰა იყო.
კონორსის მოგება, High StakesDb-ისა და HandonMob-ის მონაცემებით, $7.4 მილიონ დოლარს შეადგენს. კონორსის კარიერაში განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ის ფაქტია, რომ მისი გრაფიკი მუდმივად მაღლა მიიწევდა და მას ერთი ჩავარდნაც კი არ ჰქონია.