კაზინო Bellagio შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა

სამშაბათ საღამოს, შეიარაღებულმა პირმა კაზინო Bellagio-ს სალარო დააყაჩაღა. CBS-ის ლას ვეგასის გამოცემაზე დაყრდნობით, გამტაცებელი კაზინოში საღამოს 3:45-ზე გამოჩნდა. ის მარტო მოქმედებდა, ნიღბითა და იარაღით. ფულის მიღების შემდეგ, ის გარეთ გამოვიდა, თავის 'შევროლეში' ჩაჯდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღსანიშნავია, რომ მანქანას ნევადის შტატის ნომრები ჰქონდა. 

ერთ-ერთი პირველი, ვინც ყაჩაღობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, WSOP-ის სამაჯურის მფლობელი, რენდი ოჰელი იყო. შერეული თამაშების სპეციალისტი, ქეშ-გეიმის დაწყებამდე, ჩიპების საყიდლად სალაროსთან მივიდა და ძარცვის ფაქტს შეესწრო. როგორც 'ტვიტერზე' გაკეთებულ პოსტში ოჰელი იუწყება, მძარცველმა, გაურკვეველი რაოდენობის თანხით, სასტუმრო ჩრდილოეთის გასასვლელიდან დატოვა და კაზინო Flamingo-კენ გაეშურა. მოთამაშე ყვება, რომ ყველაფერი ძალიან ჩქარა მოხდა და საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. 

აღნიშნული შემთხვევა პირველი არაა, როდესაც Bellagio ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა: 2011 წელს, 'ბაიკერმა ყაჩაღმა' კაზინოს ჰაი სტეიკს მაგიდებიდან, $1.5 მილიონი დოლარის წაღება შეძლო. მოგვიანებით გაირკვა, რომ მძარცველი ტონი კარლეო იყო, რომელმაც Two Plus Two ფორუმის საშუალებით, მოპარული ჩიპების გაყიდვა სცადა.

რუმები

ქართული უცხოური