ტონი ჯიმ კრიპტოვალუტაზე, ბიზნესსა და ფერგიუსონის სკანდალზე ისაუბრა

გასულ კვირას, ონლაინ გამოცემა High StakesDB ლეგენდარულ მოთამაშეს, ბიზნესმენს, ქველმოქმედსა და ევროპარლამენტის წევრს, ტონი ჯის შეხვდა. ავსტრალიური წარმოშობის ლიტველმა მოთამაშემ ბიზნესზე, კრიპტოვალუტის მომავალსა და კრის ფერგიუსონთან დაკავშირებულ სკანდალზე ისაუბრა.

- ტონი, შენ საკმაოდ აქტიურად უჭერდი მხარს ევროკავშირის მასშტაბით კრიპტოვალუტის გავრცელებას, ახლა კი coinpoker.com-ის აქტიური ქომაგი ხარ. ფიქრობ, რომ დეცენტრალიზებული პოკერ-რუმები დაჩრდილავენ, ან საერთოდ გააქრობენ ონლაინ პოკერის ტრადიციულ ოპერატორებ? 

- ვფიქრობ, რომ თამაშის მომავალი სწორედ ასეთია. თუმცა, დეცენტრალიზებული პოკერი, ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ფაქტიურად, წარმოუდგენელია. Coinpoker-ს სწორედ იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ ისინი ალტერნატიულ მოდელს - ნახევრად ცენტრალიზებულ ვერსიას გვთავაზობენ, რომელიც მომხმარებელს გაცილებით გამჭვირვალე ინფორმაციას მიაწვდიან ტრანზაქციების, კარტის აჩეხვისა და სხვა მსგავსი მოვლენების შესახებ, რომლებიც მოთამაშეებში ეჭვს იწვევენ. 

- ჩვენი გამოცემის უამრავი მკითხველი, და ზოგადად პოკერის მოყვარულები, ტონი ჯის დაიმახსოვრებენ, როგორც პოკერის მოთამაშეს, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია 2000-იან წლებში. მაყურებლისთვის შენ დღემდე განასახიერებ აგრესიულ, პროვოკაციულ მოთამაშეს, რომელიც მოწინააღმდეგის ემოციებზე თამაშს ცდილობს. ბევრმა  მათგანმა არ იცის, რომ შენ წარმატებული ბიზნესმენი იყავი. არის თუ არა პარალელები პოკერსა და რეალურ საქმიანობას შორის?

- რა თქმა უნდა, პოკერის გარდა, რეალურ საქმეშიც საკმაოდ დიდი წარმატება მქონდა. ჯერ კიდევ გასულ ათწლეულში, სანამ თამაშში წარმატებას მივაღწევდი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, გარკვეულ ბიზნესებს ვფლობდი. პოკერიდან ბიზნესში, და პირიქითაც, უამრავი თვისების გადატანა შეიძლება - იქნება ეს ფსიქოლოგიური ასპექტები, ნებისყოფა, ანალიტიკური აზროვნება თუ ინტუიცია. 

- პროფესიონალურ პოკერს 2014 წელს ჩამოშორდი, როცა ევროპის პარლამენტში აგირჩიეს. მიუხედავად ამისა, 2017 წელს რამდენიმე ჰაი როლერ ივენთზე გამოჩნდი, სადაც პირველი და მეორე ადგილები აიღე. უნდა ველოდოთ თუ არა ტონი ჯის, როგორც პოკერის მოთამაშის გამოჩენას, თუ ის კვლავ პოლიტიკოსი ანტანას გუოგა დარჩება?

- პოკერი ჩემი ჰობია. თამაში, მაგიდასთან ყოფნა, სათამაშო დინამიკაზე დაკვირვება, მოწინააღმდეგისთვის რთული გამოცდის მოწყობა საოცრად მიყვარს, მაგრამ მიუხედავად ამისა, პოკერი არ იქნება ჩემი ძირითადი საქმიანობა. ჯერჯერობით კვლავ ჩრდილში ვარ, მაგრამ სამომავლოდ, მოქმედებისთვის მზად ვარ. 

- რას ფიქრობ კრის ფერგიუსონის მიერ წლის მოთამაშის სტატუსის მოგებაზე? Full Tilt Poker-ის სკანდალში მისი ჩართულობის გათვალისწინებით, როგორი იქნება მისი პოსტერი მომავალი წლის WSOP-ზე? როგორი იქნება შენი რეაქცია ამაზე?

- ვფიქრობ, რომ რაც კრის ფერგიუსონმა გააკეთა, სამარცხვინოა. ამისთვის ის პოკერის წრეებიდან უნდა გარიყონ და სრულად გამოთიშონ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ფერგიუსონი საოცრად კარგი მოთამაშეა. მან რამდენიმე მნიშვნელოვან ივენთზე მოახერხა დაწინაურება და 22-ჯერ მოხვდა საპრიზო ადგილზე. მისი ნიჭის უარყოფა შეუძლებელია. 

რუმები

ქართული უცხოური