ტომ დუანი ცოლის მოყვანას აპირებს?

მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ტომ დუანი Poker After Dark-ის რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა. როგორც ვარაუდობდნენ, ლეგენდარული მოთამაშის სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებას უამრავი მითი და ჭორი უნდა გაექარწყლებინა, მაგრამ ყველაფერი ძველებურად დარჩა - დუანი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და საზოგადოებისთვის გაუცხოებულ მოთამაშედ რჩება. 

King Of The Hill-ის მე-3 ღონისძიებაზე, სადაც პიტ მანზინელი თამაშობდა, ერთი საკმაოდ უცნაური ფრაზა გაჟღერდა. მანზინელი, დაგ პოლკის მსგავსად, 'იუთუბის' ბლოგერია, სადაც პოკერის სამყაროში მიმდინარე საინტერესო მოვლენებს, ან გაგონილ ჭორებს აშუქებს. King Of The Hill-ის ივენთზე კი, მანზინელი ბრენდონ ადამსს ესაუბრა, რომელიც, როგორც ირკვევა, ტომ დუანის პირად ცხოვრებაში საკმაოდ ჩახედული პირია. 

"არის თუ არა ტომ დუანი ჩინეთში, თავისი ნების საწინააღმდეგოდ?" - სწორედ ასე ჟღერდა ბრენდონ ადამსისთვის დასმული პირველი კითხვა. როგორც ადამსმა ისაუბრა, ტომ დუანს ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ინტერვიუს დროს გაიჟღერა სამმა მნიშვნელოვანმა სიტყვამ: ვეგასი, ბავშვები და ბეჭედი. ამ სიტყვებიდან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ტომ დუანი მალე ლას ვეგასში იქნება, სადაც საქორწინო ცერემონია უნდა გაიმართოს. რამდენად შეესაბამება ადამსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ადამსის სიტყვების დუანთნ გადამოწმება, ფაქტიურად, შეუძლებელია. 

 

რუმები

ქართული უცხოური