ინდოეთის პრეზიდენტი პოკერის მოთამაშეს სპეციალურ ჯილდოს გადასცემს

ინდოეთის პრეზიდენტი, რამ ნათხ კოვინდი, 99 სხვა ქალბატონთან ერთად, პოკერის პროფესიონალ მოთამაშეს, მუსკან სეთხის სპეციალურ ჯილდოს გადასცემს და საკუთარ პატივისცემას გამოხატავს. მამაკაცების მიერ დომინირებულ სფეროში წარმატების მიღწევის გამო, 100 ინდოელი ქალბატონი პრეზიდენტის მიერ დაწესებულ სპეციალურ ჯილდოს მიიღებს. 

მაგალითისთვის, პრეზიდენტი შემდეგ სფეროებში მოღვაწე ადამიანებს მიაგებს პატივს: პუნიტა არორა - პირველი გენერალ-ლეიტენანტი ქალბატონი; პრია ჯინგანი - პირველი კადეტი ქალი, რომელიც ინდოეთის არმიას შეუერთდა; ჰარშინი კანჰეკარი - პირველი მეხანძრე ქალი და ა.შ. 

PokerGuru.in-თან საუბრისას, ინდოელი მოთამაშე აღტაცებას ვერ მალავდა: "რთულია იმის გამოხატვა, თუ რას ვგრძნობ, - თქვა მუსკან სეთხიმ, - ჩემი კარიერა წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ."

ამ მომენტისთვის, მუსკან სეთხის ანგარიშზე, ინტერნეტში მოგებული $114.000 და ლაივ ტურნირებზე მოგებული $44.000 დოლარი ირიცხება. 2014 წელს, ის PokerStars-ის სატელევიზიო გადაცემაში, Shark Cage-ში გამოჩნდა. 

რუმები

ქართული უცხოური