ჯენიფერ ჰერმანი ვეგასის პრივატულ ქეშ-გეიმებსა და პირად ცხოვრებაზე

ჯენიფერ ჰერმანი ფართო აუდიტორიამ ESPN-ზე გასული გადაცემების სერიით, High Stakes Poker-ით გაიცნო, სადაც ის პირველი 4 სეზონის მუდმივი სტუმარი იყო. მას შემდეგ, ლეგენდარულ მოთამაშეზე ფართო პუბლიკას არაფერი სმენია. სინამდვილეში, ჯენიფერ ჰერმანი Bobby's Room-ის რეგულარია - ადგილი, სადაც ლას ვეგასის ყველაზე ძვირადღირებული თამაშები იმართება. ჩვენ გთავაზობთ ჯენიფერ ჰერმანთნ ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც Poker Discovery-ზე გამოქვეყნდა.

შენ ნევადიდან ხარ. ლას ვეგასში უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ცხოვრობ. როგორ გამოიყურება შენი ჩვეულებრივი დღე?

განსაკუთრებული არაფერი ხდება: მე ორი შვილი მყავს, რომლებთანაც, ყოველ ორ კვირაში ერთხელ, თითო კვირას ვატარებ. ერთი კვირა ჩემს ყოფილ მეუღლეს ეკუთვნის. ბავშვები ფეხბურთზე დამყავს, საშინაო დავალებებში ვეხმარები, მათ მეგობრებს ვმასპინძლობ. სხვა მარტოხელა დედებისგან განსხვავებულს არაფერს ვაკეთებ. 

შენ ძირითადად 'ბობის რუმში' თამაშობ. ვინ არიან შენი ოპონენტები და რა ლიმიტის თამაშები იმართება პრივატულ სივრცეში?

ვცდილობ, ძალიან ძვირადღირებულ სესიებზე არ ვითამაშო. შედარებით დაბალი ლიმიტები სრულიად მაკმაყოფილებს: $200/$400, ზოგჯერ - $500/$1.000 ან სულაც $1.500/$3.000 - სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ სწორი თამაში შევარჩიო. ასეთი ლიმიტები ბევრად მომგებიანია. თუ მაგიდაზე 'ფიში' ან მოყვარული მოთამაშე არ ჯდება, თამაშისგან თავს ვიკავებ. ძირითადად, ჩემთან ერთად დოილ ბრანსონი, ბრაიან რასტი, ნიკ შულმანი და დევიდ ოპენჰაიმი თამაშობენ. 

შენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაძლიე - რამდენიმე ოპერაცია გადაიტანე თირკმელზე. იქონია თუ არა ამ გარემოებამ გავლენა კარიერაზე?

დედაჩემი თირკმლის უკმარისობის გამო გარდაიცვალა. მე რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე, რის შემდეგაც მივხვდი, რომ დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვრო. არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ შვილებსაც ასე ვზრდი: მე მათ არაფრის გაკეთებას არ ვუშლი, რაც კრიმინალთან არაა დაკავშირებული. 

გამიგია, რომ ემოციების კონტროლში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, რაც პროფესიონალი მოთამაშის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს. ენდი ბილის წინააღმდეგ რამდენიმე მილიონიანი სესია ოპერაციიდან 4 დღეში ითამაშე...

პოკერი ყოველთვის იყო ემოციებზე. ყოველთვის მშურდა იმ ადამიანების, რომლებიც ემოციების კონტროლს ახერხებდნენ. რა თქმა უნდა, ხშირად ვნერივულობ, მაგრამ ემოციების გამჟღავნებისგან მაქსიმალურად ვიკავებ თავს. როცა პროფესიონალი მოთამაშე რთული გადაწყვეტილების წინაშე მშვიდად დგას, არავინ იცის, რა ხდება მის გონებაში. 

ამბობენ, რომ ლას ვეგასში, პრივატული ქეშ-გეიმები სრულიად განსხვავებული და იდუმალი სამყაროა. რამდენად შეესაბამება ეს აზრი სიმართლეს? 

ქეშ-გეიმები და მასში მონაწილე პირები, რა თქმა უნდა, ძალიან პრივატული და დახურული წრეა. ძვირადღირებული თამაშების რეგულარები კარგად იცნობენ ერთმანეთს. გამიგია, რომ ტურნირებშიც არსებობს იგივე სუბკულტურა, მაგრამ ტურნირებში დიდად ვერ ვერკვევი. თუ მაგიდასთან უცნობი მოთამაშეა, მის გაცნობას ყველაზე მეტად ვჩქარობ და ვცდილობ, სტუმარზე მაქსიმალური ინფორმაციის შეგროვება შევძლო.

 

რუმები

ქართული უცხოური