Absolute Poker-ის დამფუძნებელმა ციხეში ერთი კვირა გაატარა

Absolute Poker-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სკოტ ტომმა ციხეში ერთი კვირა გაატარა. მას ბრალად ედებოდა პოკერ-რუმზე მიმდინარე სათამაშო სესიის შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა, რამაც თამაშის მსვლელობაზე იქონია გავლენა. 

სკოტ ტომს, ასევე, ბრალად ედებოდა ფულის გათეთრება და არალეგალური გემბლინგი, თუმცა, სასამართლომ მისი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. პროკურორებთან დადებული ხელშეკრულებით, შემდეგი საქმის განხილვამდე, სკოტ ტომი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. 28 სექტემბერს დანიშნულ პროცესზე, სკოტ ტომი კვლავ გამამართლებელ განაჩენს ელოდა. მას ანტიგუასკენ მიმავალი ბილეთიც კი ჰქონდა ნაყიდი, მაგრამ როგორც სასამართლო დარბაზში მოგვიანებით გაირკვა, მოსამართლეს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. 

სკოტ ტომის ადვოკატის, ჯეიმს ჰენდერსონის მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ მის კლიენტს უკვე ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა იმ ბრალდებებზე, რომლებზეც გამართლდა. დამატებითი სანქციის შემთხვევაში, სასამართლო ვალდებული იქნებოდა, სკოტ ტომის მიერ გისოსებს მიღმა გატარებული დღეები გაეთვალისწინებინა და პატიმრობა ფულადი ჯარიმით შეეცვალა. 

სკოტ ტომის მიერ ბილეთს წინასწარი შეძენა მოსამართლემ საეჭვო გარემოებად მიიჩნია, რის გამოც მას ერთი კვირით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 7 დღიანი ციხის გარდა, სკოტ ტომმა $300.000 დოლარიანი ჯარიმაც მიიღო. 

რუმები

ქართული უცხოური