PartyPoker-ის წარმომადგენლის ამპლუაში, ფედორ ჰოლცი პირველ ტურნირს იგებს

მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს, ფედორ ჰოლცმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ის PartyPoker-ის ახალი სახე გახდა. ორშაბათს კი, გერმანელმა პროფესიონალმა, PartyPoker-ის წარმომადგენლის ამპლუაში, პირველი ტურნირის მოგება შეძლო. €2.200 ევროიანი NL High Roller Party Poker Grand Prix-ზე, ჰოლცმა პირველი ადგილი დაიკავა და მისთვის უჩვეულოდ მცირე ანაზღაურება, €34.000 ევრო მიიღო.

ფედორ ჰოლცის უკანასკნელი გამარჯვება ივლისით თარიღდება, როდესაც გერმანელმა Triton Super High Roller-ის 6-მაქს ივენთი მოიგო - ამჯერად, მისთვის ჩვეული მოცულობის ანაზღაურებით, რაც $444.893 დოლარს გულისხმობს. მას შემდეგ, ჰოლცს 'მშრალი სეზონი' დაუდგა: გერმანელმა პროფესიონალმა, Poker Masters-ის სერიებზე, ორი ჰაი როლერ ივენთის მე-2 და მე-3 ადგილების დაკავება შეძლო, რამაც მისი ბანკროლი $1.054.000 დოლარით გაზარდა. 

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ანაზღაურება ჰოლცისთვის დაახლოებით იგივე თანხას წარმოადგენს, რაც მისი რეგულარული ტურნირების ბაი-ინი, მის ამ ტურნირზე გამარჯვების განსაკუთრებულობას ორი ასპექტი განაპირობებს: ჰოლცმა პირველი ტურნირი მოიგო, როგორც PartyPoker-ის წარმომადგენელმა, ხოლო ფინალურ მაგიდაზე განსაკუთრებით რთული ლაინ-აფის დამარცხება მოუხდა: მაგიდაზე მოხვედრილი 5 გერმანელი პროფესიონალი მოთამაშიდან, ხუთივე WSOP-ის ოქროს სამაჯურის მფლობელი იყო, რაც პირველ ადგილამდე მისასვლელ გზას კიდევ უფრო ართულებდა.

პოზიციამოთამაშექვეყანაანაზღაურება
1ფედორ ჰოლციგერმანია€34.000
2იან-პიტერ იაჰტმანიგერმანი€24.500
3დიტრიხ ფასტიგერმანია€17.000
4ჯოზეფ ლიშკოვიჩირუმინეთი€10.500
5კრისტოფერ ფრანკიგერმანია€6.850
6პოლ ჰოფერიგერმანია€5.150

 

რუმები

ქართული უცხოური