ჯეისონ მერსიერს შვილი შეეძინა

რამდენიმე საათის წინ, WSOP-ის 5 ოქროს სამაჯურის მფლობელ მოთამაშეს, ჯეისონ მერსიერს ვაჟი შეეძინა. როგორც მისი 'ტვიტერის' ექაუნთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ხდება ცნობილი, მარკო ჰენრი მერსიერი 3.2 კგ წონით, სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. 

მოვლენამდე 3 დღით ადრე, ჯეისონი და მისი მეუღლე, ნატაშა, Seminole Hard Rock Hotel & Casino-ში გამართულ PokerStars-ის საქველმოქმედო ტურნირს ესწრებოდნენ. ტურნირი ფლორიდაზე თავსდამტყდარი ქარიშხლის მიერ დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გაიმართა და მასში მონაწილეობა პოკერის სამყაროს ცნობილმა წარმომადგენლებმა მიიღეს. 

მიუხედავად ორსულობისა და მასთან დაკავშირებული სირთულეებისა, ნატაშა მერსიერი საქველმოქმედო ტურნირის ფინალურ მაგიდაზე მოხვდა და ღონისძიება მე-4 პოზიციაზე დაასრულა. სიმბოლური საპრიზო თანხის გარდა, ნატაშამ Seminole Hard Rock-ის კიდევ ერთი საქველმოქმედო ტურნირის ადგილი მოიპოვა, რომელიც ყოველწლიურად $55.000 დოლარიანი საპრიზო ფონდით სხვადასხვა გარემოებით დაზარალებულ ადამიანებს ეხმარება. 

 

რუმები

ქართული უცხოური