ლას ვეგასის ტრაგიკულ მოვლენას პოკერის მოთამაშეები ეხმაურებიან

კვირას, ლას ვეგასში, სასტუმრო Mandalay Bay-ის 32-ე სართულიდან, 64 წლის სტივენ პედოკმა სასტუმროს სიახლოვეს გამართული მუსიკალური ფესტივალის მაყურებლებს ცეცხლი გაუხსნა. ამჟამად არსებული მონაცემებით, სულ მცირე 59 ადამიანია დაღუპული, ხოლო 527 მძიმედაა დაშავებული. 

მოვლენამ უკვე მოიპოვა ამერიკის ისტორიის მშვიდობიან პერიოდში ყველაზე ხალხმრავალი მასობრივი ჟლეტვის სტატუსი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელდა. მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა, პოლიციისა და სპეც. სამსახურების მტკიცებით, პედოკის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი არ დასტურდება. 

Mandalay Bay-ის სასტუმრო ნომერში, სადაც სტივენ პედოკი რეალური საბუთებით იყო დარეგისტრირებული და დაბინავებული, დიდი რაოდენობის იარაღი და ტყვია-წამალია ამოღებული. Associated Press-ის მონაცემებით, სტივენ პედოკი მილიონერი ბიზნესმენი იყო, რომელსაც არანაირი ფინანსური პრობლემა არ აწუხებდა. ის ვიდეო პოკერით იყო გატაცებული და ლას ვეგასის კაზინოებს ხშირად სტუმრობდა. აქამდე უცნობია, რა მოტივით მოქმედებდა პედოკი. 

დენ ბილზერიანი, რომელიც სროლის დროს კონცერტზე იმყოფებოდა, ყვება, რომ დაინახა ქალი, რომელსაც ტყვია მოხვდა; მისივე მონათხრობით, მან დატოვა კონცერტის მიმდებარე ტერიტორია, აიღო იარაღი და უკან დაბრუნდა, რათა შეკრებილებს დახმარებოდა. 

ცნობილი მოთამაშეები 'ტვიტერის' საშუალებით ლას ვეგასში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ:

მაიკ სექსტონი: "ვამაყობ ლას ვეგასით - სისხლის ჩასაბარებლად რიგები დგას. ადამიანებს დაზარალებულებისთვის საკვები და სასმელი შეუჩერებელ რეჟიმში მიაქვთ"

კარა სკოტი: "საშინელი ამბავია. მშვიდობა გქონოდეს, ლას ვეგასო!" 

ფილ ჰელმუტი: "ვლოცულობ დაზარალებულებისა და მათი ოჯახებისთვის"

დერილ ფიში: "ლოცვა და თანადგომა ამ მოვლენებს ვერ შეაჩერებენ. იარაღის კონტროლი ამ მოვლენებს ვერ შეაჩერებს. ჩვენ კრიტიკულად უნდა შევხედოთ საკუთარ თავებსა და საკუთარ საზოგადოებას"

ჯენიფერ ჰერმანი: "სიტყვები ვერ ახსნის ასეთი ტრაგიკული მოვლენის შემდეგ ფიქრებს. ვლოცულობ ყველა იმ უდანაშაულო ადამიანისთვის, ვინც ვეგასში დაიღუპა"

რუმები

ქართული უცხოური