2017 წლის WCOOP მეინ ივენთის გამარჯვებული სტივენ ვან ზედელჰოფი გახდა

World Championship Of Online Poker-ის (WCOOP) ფინალური დღე განსაკუთრებით დატვირთული და, შესაბამისად, დრამატული გამოდგა: ორი მეინ ივენთის - ძირითადი და იაფიანი ვერსიის ფინალური მაგიდების გარდა, PokerStars-ის ონლაინ პოკერის ჩემპიონატზე, კიდევ 3 დაბალი ლიმიტის ტურნირის ფინალურ მაგიდაზე მიმდინარეობდა თამაში. 

$5.200 დოლარიანი მეინ ივენთის გამარჯვებული ჰოლანდიელი მოთამაშე, სტივენ ვან ზედელჰოფი გახდა, რომელმაც პირველი ადგილისთვის $1.624.502 დოლარი მიიღო. მისთვის დიდი ტურნირები და დიდი გამარჯვებები უცხო ნამდვილად არაა: PocketFive-ის ინფორმაციით, ზედელჰოფის სატურნირო კარიერა $7 მილიონ დოლარს აჭარბებს. ასევე PocketFive-ის რეიტინგში ის 31-ე პოზიციაზე იმყოფებოდა, რაც, სავარაუდოდ, უკანასკნელი შედეგის წყალობით გაუმჯობესდება. 

მეინ ივენთის სასტარტო ლაინ აფი 2.183 მოთამაშით განისაზღვრა, რასაც კიდევ 379 რე-ბაი დაემატა. საერთო საპრიზო ფონდმა $10.915.000 დოლარი შეადგინა, საიდანაც ადგილის შესაბამისი თანხა 281 მოთამაშეს შეხვდა. ყველაზე დაბალი ანაზღაურება $8.918 დოლარი იყო. 

 

რუმები

ქართული უცხოური