ვიქტორ Isildur1 ბლომი პირველ WCOOP ტიტულს იგებს

ლეგენდარულმა შვედმა ონლაინ გრაინდერმა, ვიქტორ Isildur1 ბლომმა კარიერაში პირველი WCOOP ტიტული მოიგო. $2.100 დოლარიან HORSE ივენთზე 93 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული, საიდანაც 30 მათგანმა რე-ბაის ოპცია გამოიყენა. პირველი ადგილისთვის, ბლომმა $60.760 დოლარი მიიღო. შვედ მოთამაშეს PokerStars-ის სატურნირო სერიებზე კიდევ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, ამჯერად SCOOP-ის სერიებზე. 

გასულ წელს, ამავე ივენთის გამარჯვებული PokerStars-ის სახე, კანადელი დენიელ ნეგრანუ გახდა, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპში სწორედ ვიქტორ ბლომი დაამარცხა. ამიტომაც, წლევანდელი გამარჯვება ბლომისთვის ორმაგად სასიხარულო უნდა იყოს.

ფინალურ მაგიდაზე, ჩიპქაუნთის თვალსაზრისით, ბლომმა მე-2 პოზიციით დაიწყო თამაში. შვედის გარდა, მაგიდაზე, ცნობილი მოთამაშეებიდან იუსი ნევანლინა და დარიო სამარტინო მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ ჰედს-აპში, ბლომს, ასევე სკანდინავიელი - ფინელი მოთამაშე, ნიკით GlassOfBeer დაუპირისპირდა.

ვიქტორ ბლომი გასული წლის ყველაზე მომგებიანი ონლაინ მოთამაშეა, რომლის 2017 წლის მოგება კარგა ხანია, რაც $1 მილიონ დოლარს გადაცდა. 

 

რუმები

ქართული უცხოური