ფილ ჰელმუტი ჰედს-აპ ჩემპიონის სტატუსის დაცვას შეეცდება

King Of The Hill-ის ჰედს-აპ ტურნირის წარმატებული დებიუტის შემდეგ, Poker Night In America ახალ ჰედს-აპ სერიებს აანონსებს, რომლის ბაი-ინი კვლავ $50.000 დოლარი, ხოლო პირველი ადგილისთვის დაწესებული თანხა $200.000 დოლარი იქნება. ტურნირი ამჯერადაც winner takes all სტრუქტურით გაიმართება. ღონისძიება Rivers Casino-ში 6 ოქტომბერს აიღებს სტარტს და, სავარაუდოდ, ორი დღე გაგრძელდება. 

გასული თვის ღონისძიების გამარჯვებული, ფილ ჰელმუტი, ტურნირის ჩემპიონის სტატუსის დაცვას შეეცდება. წინა ივენთზე მან ჯერ დაგ პოლკი, შემდეგ კი დენიელ ქეითსი დაამარცხა. ამჯერად, ქეითსს, პოლკს და კასელას შემდეგი 3 მოთამაშე ჩაანაცვლებს: ოლივიე ბუსკე, შონ დიბი და პარკერ ტალბოტი. 

პარკერ ტალბოტი ცნობილი ონლაინ გრაინდერია, რომელსაც კარიერაში $3.000.000 დოლარი აქვს დაგროვებული. ოლივიე ბუსკეს ლაივ ტურნირებიდან მიღებული შემოსავალი კი $8.000.000 დოლარს გადაცდა. მისი მოგებებიდან აღსანიშნავია WPT-ის და EPT-ის ტიტულები. რაც შეეხება შონ დიბს, მას WSOP-ის 2 სამაჯური აქვს მოგებული, ხოლო მისი საერთო კარიერული მოგება $2.8 მილიონ დოლარს შეადგენს. 

რაც ყველაზე მთავარია, ივენთი, Twitch-ის საშუალებით, პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მისი წამყვანი დაგ პოლკი იქნება. 

რუმები

ქართული უცხოური