$50.000 Poker Masters-ის ფინალში დაგ პოლკი ბრენდონ ადამსმა დაამარცხა
მიმდინარე Poker Masters-ის $50.000 დოლარიან ტურნირზე, ლეგენდარული ჰაი სტეიკს ონლაინ გრაინდერი, დაგ პოლკი პროფესორმა ბრენდონ ადამსმა დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ დაგ პოლკმა Poker Masters-ის ფინალურ მაგიდებზე ზედიზედ ორჯერ გასვლა მოახერხა.
უკანასკნელი ივენთის ფინალური შვიდეული დაგ პოლკის ჩიპლიდით დაიწყო. მის გარდა, მაგიდაზე ჯასტინ ბონომო, დევიდ პიტერსი, ჯეიკ შინდლერი, ბრენდონ ადამსი და შტეფენ სონტაიმერი და ზაკ კლარკი იმყოფებოდნენ. პოლკის მსგავსად, ფინალურ მაგიდებზე ზედიზედ თამაში ჯეიკ შინდლერმაც შეძლო. შტეფენ სონტაიმერისთვის კი, მიმდინარე სერიებზე, ეს უკვე მე-3 ფინალური მაგიდა იყო.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარიგება, რომელიც ფინალურ სამეულში გაიმართა, ასე განვითარდა: ჩიპებით დაწინაურებულმა ბრენდონ ადამსმა AK-ით დიდი რეიზი გააკეთა, რასაც შორტ სტეკად მყოფი დევიდ პიტერსისგან 88-ით ოლინი, ხოლო დაგ პოლკისგან AA-ით დიდი რეიზი მოჰყვა. ადამსმა ოლ ინის გაკეთება გადაწყვიტა, რაზეც პოლკმა მაშინვე უპასუხა. საბოლოოდ, დევიდ პიტერსი მაგიდის მიღმა, ბრენდონ ადამსი შემცირებული სტეკით, ხოლო დაგ პოლკი კვლავ ჩიპლიდერის პოზიციაზე აღმოჩნდა.
პოლკის ჩიპლიდი დიდხანს არ გაგრძელებულა: თითქმის თანაბარი სტეკების პირობებში, K68 ფლოპზე, მოთამაშეები 'ოლინ' სიტუაციაში აღმოჩდნენ - დაგ პოლკი 54-ით ხელში, ადამსი კი - ორმხრივი სთრეით-ფლეშ დროს მოლოდინში, 97-ით. პოლკს დასტაში დარჩენილი სამი 7 აძლევდა მომგებიან ხელს, მაგრამ 2-მა ყველაფერს წერტილი დაუსვა და ტურნირის გამარჯვებულის სტატუსი ბრენდონ ადამსს მიანიჭა.
ტურნირის საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
პოზიცია | მოთამაშე | ანაზღაურება |
1 | ბრენდონ ადამსი | $819.000 |
2 | დაგ პოლკი | $468.000 |
3 | დევიდ პიტერსი | $273.000 |
4 | ჯასტინ ბონომო | $175.500 |
5 | შტეფენ სონტაიმერი | $117.000 |
6 | ჯეიკ შინდლერი | $97.500 |