ნიკ შულმანი Poker Masters-ის $50.000 დოლარიან ჰაი როლერს იგებს

ამერიკელმა პროფესიონალმა მოთამაშემ, ნიკ შულმანმა მიმდინარე Poker Masters-ის სერიებზე ერთ-ერთი მსხვილი ივენთი - $50.000 დოლარიანი ჰაი როლერ ტურნირი მოიგო, $918.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. აღნიშნული მოგება, შულმანის კარიერაში, მოცულობით მეორე უდიდესი ანაზღაურებაა. 

ნიკ შულმანის სატურნირო კარიერა, საერთო ჯამში, $10.000.000 დოლარს აღემატება. 2017 წლისთვის, Poker Masters-ის ტურნირი რიგით მეორე ჰაი როლერია, რომლის მოგებაც შულმანმა შეძლო. აგვისტოში, მან Seminole Hard Rock Poker Open-ზე $50.000 დოლარიანი ჰაი როლერი მოიგო, $440.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. 

PokerNews-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ფინალურ ჰედს-აპში, ნიკ შულმანი მეტ ჰაიმანს დაუპირისპირდა. გადამწყვეტი დარიგების დროს, შულმანს AK, ხოლო ჰაიმანს AT ეჭირა. ჰაიმანმა ფლოპზე საფლეშე მიიღო, მაგრამ კომბინაციის დასრულება ვერ შეძლო და საბოლოოდ, გამარჯვება შულმანს დაუთმო. 

ტურნირის ფინალური შვიდეული ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშექვეყანაანაზღაურება
1ნიკ შულმანიაშშ$918.000
2მეტ ჰაიმანიაშშ$561.000
3შტეფან შილჰებელიგერმანია$306.000
4შტეფენ სონტაიმერიგერმანია$204.000
5დომინიკ ნიცშეგერმანია$178.000
6კორაი ალდემირიგერმანია$153.000
7ადრიან მატეოსიესპანეთ$127.500

 

 

რუმები

ქართული უცხოური