ფედორ ჰოლცი დოკუმენტური ფილმების სერიაში
მმიმდინარე კვირაში, ლას ვეგასში დაგეგმილი Poker Masters-ის პარალელურად, გერმანელი მოთამაშე ფედორ ჰოლცი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების სერიაში მიიღებს მონაწილეობას. ფილმში მის მიერ მიღწეული შედეგები იქნება განხილული.
Poker Masters 13-დან 20 სექტემბრამდე მიმდინარეობს. ზუსტად ამდენივე დღე გაგრძელდება ფედორ ჰოლცის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია, რომლის სამუშაო სახელი In The Life Of Champions-ით განისაზღვრა. ფილმებში, არამხოლოდ ფედორ ჰოლცის მიერ მიმდინარე Poker Masters-ზე ჩატარებული თამაშები, არამედ კადრს მიღმა მიმდინარე მოვლენებიც იქნება აღწერილი. გულშემატკივარს შესაძლებლობა მიეცემა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადების რეალური კადრები იხილოს.
"მიხარია, რომ გულშემატკივარს საშუალება მიეცემა ჩემს სატურნირო მზადებას და თამაშს მიადევნოს თვალი, - ამბობს გერმანელი მოთამაშე, - მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მაყურებელი ჩემს პირად ცხოვრებას გაეცნობა, რაც აქამდე არცისე ხელმისაწვდომი იყო."
ფედორ ჰოლცის სატურნირო კარიერა $23.35 მილიონ დოლარიან მოგებას მოიცავს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული მოთამაშეა, რომელმაც მილიონობით დოლარის მოგება ადრეულ ასაკში შეძლო.