დაგ პოლკმა $5.000.000 დოლარიან ჰედს-აპში ტომ დუანი გამოიწვია

უკვე რამდენიმე წელია, რაც დაგ პოლკი ტომ დუანს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. პოლკის უკმაყოფილების მიზეზი დუანის მიერ დენიელ ქეითსთან მიმდინარე ჰედს-აპ დაპირისპირების უსასრულოდ გაწელვა გახდა. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ პოლკთან ჩაწერილ პოდკასტში, ქეითსმა პირველად ახსენა დუანის მიერ გადახდილი ჯარიმები, რამაც $800.000 დოლარს მიაღწია. პოლკი იძულებული გახდა უკან დაეხია და ლეგენდარული მოთმაშის კრიტიკა შეეწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოში კი, დაგ პოლკმა ტომ დუანი $5.000.000 ჰედს-აპ ჩელენჯში გამოიწვია. ვიდეო სარკასტული ხასიათისაა და რთული სათქმელია, რამდენად სერიოზულია ავტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 

როგორც ვიდეოში ყვება, დაგ პოლკის არხის პოპულარობა სულ უფრო ეცემა, სიტუაციის გამოსწორებისა და ყურადღების მიქცევის ერთადერთი შანსი კი ხმაურიანი განცხადების გაკეთება და ტომ დუანის ჰედს-აპში გამოწვევაა. პოლკისთვის სატირული იუმორი უცხო ნამდვილად არაა - ის ხშირად მიმართავს საკუთარი თავის გამასხარავების მეთოდს, რათა სინამდვილეში სხვა მოთამაშეები, პოკერ-რუმები ან ორგანიზაციები გააკრიტიკოს. ჯერჯერობით უცნობია გამოთქმულ შეთავაზებაზე თავად durrrr-ის რეაქცია. 

რუმები

ქართული უცხოური