მოახლოებულ Poker Masters-ზე დენიელ ნეგრანუ სანაძლეოებს ღებულობს

შემდეგ ოთხშაბათს, PokerGo-ზე ახალი სატურნირო სერია, Poker Masters იწყება, რომელიც რამდენიმე ძვირადღირებულ ტურნირს აერთიანებს. სერიებზე ოთხი $50.000 დოლარიანი, რე-ბაი ტიპის და ერთი $100.000 დოლარიანი ფრიზაუთ ტიპის ტურნირი გაიმართება.

ძვირადღირებული სატურნირო სერიების მოახლოებასთან პარალელურად, დენიელ ნეგრანუ თამაშის გააქტიურებას კაზინოებს გარეთ გეგმავს: პოკერის კანადელმა ვარსკვლავმა  $50.000 დოლარიანი ღია სანაძლეო გამოაცხადა. პირობები შემდეგია: თუ ნეგრანუ ე.წ. purple jacket-ს მოიგებს, ის მოწინააღმდეგისგან $50.000 დოლარს მიიღებს. თუ მისი ოპონენტი შეძლებს purple jacket-ის მოგებას, $50.000 დოლარი კანადელისგან მას შეხვდება. თუ ვერცერთი მხარე ვერ მოახერხებს ტიტულის მოგებას, მაშინ სანაძლეო გაუქმებულად ჩაითვლება. 

Poker Masters-ის სერიებზე ე.წ. purple jacket იმ მოთამაშეს გადაეცემა, ვინც სერიების მსვლელობის დროს ყველაზე დიდ მოგებას აჩვენებს. 

უნდა ითქვას, რომ კანადელმა მოთამაშემ ყველაფერი სწორად გათვალა: ის სავარაუდოდ მხოლოდ ერთ მოთამაშესთან წააგებს ბეთს, რაც მას მხოლოდ $50.000 დოლარი დაუჯდება. თუ ის purple jacket-ის მოგებას შეძლებს, მისი შემოსავალი $1.000.000 დოლარამდე გაიზრდება.

ამ მომენტისთვის, დენიელ ნეგრანუ სიას აქვეყნებს, რომელიც იმ მოთამაშეების ჩამონათვალს შეიცავს, ვინც კანადელის წინააღმდეგ, და ამავდროულად, საკუთარ თავზე ფსონი დადო. ნეგრანუს წინააღმდეგ შემდეგი მოთამაშეები გამოდიან: ტომ მარჩესი, ჯეიკ შინდლერი, ბრაიან რასტი, დაგ პოლკი, ფედორ ჰოლცი, რაინერ კემპე, კრისტოფ ვოგელსანგი, დენ სმიტი, ადრიან მატეოსი, ბენ ტოლერენი, კორეი ალდემირი, შტეფენ სონტაიმერი, აიზიკ ჰექსტონი, კრისტიან კრისტენი, დევიდ პიტერსი, შონ ვინთერი, ჯეისონ კუნი და დომინიკ ნიცშე.

რუმები

ქართული უცხოური