Bellagio-ში $10.000/$20.000 ქეშ-გეიმი იგეგმება

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში, ჟან-რობერ ბელანდის მიერ 'ტვიტერზე' გამოქვეყნებული ფოტო გავრცელდა, რომელზეც ტომ დუანი, დენ ბილზერიანი, ბობი ბოლდვინი და მისი ქალიშვილი არიან აღბეჭდილნი. 

ფოტო განსაკუთრებულ ყურადღებას იმიტომ იმსახურებს, რომ მასზე ტომ დუანია დაფიქსირებული, პრივატული თამაშის დროს. ვრცელდება ჭორები, რომ 'ბელაჯიოში' $10.000/$20.000 ქეშ-გეიმი იგეგმება, რომლის სესიაც 8-გეიმსს ან პოკერის სხვა შერეულ თამაშს დაეთმობა.

რა თქმა უნდა, ჭორები ინფორმაციის ყველაზე დასაყრდენ წყაროდ ვერ ჩაითვლება, მაგრამ პოკერის სამყაროში გავრცელებული ჭორები, როგორც წესი, მართლდება. აქამდე, თუ დიდ თამაშზე გავრცელდებოდა ინფორმაცია, ის აუცილებლად გაიმართებოდა. ამისთვის კი, მოცემულ მომენტში, ყველა წინაპირობა არსებობს: ქალაქში ტომ დუანია, რომელიც ტიმოფეინ კუზნეცოვთან ერთად შენიშნეს. ამას თავად ცნობილი ფოტოს ავტორი, ჟან-რობერ ბელანდი ემატება. 

მსგავს თამაშებთან დაკავშირებით, უამრავი კითხვა ჩნდება, თუ რამდენს უხდიან ძვირადღირებულ სესიებზე დაქირავებულ დილერებს? ამ კითხვაზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ გავრცელებული ხმების მიხედვით, ბილ კლაინი - მულტი მილიარდერი ბიზნესმენი და ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმების რეგულარული მოთამაშე, ყოველი სესიის ბოლოს, დილერს $2.000-$3.000 დოლარს ჩუქნის, მისი წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიუხედავად. რა თქმა უნდა, ამას სესიის მსვლელობისას მიღებული პატარ-პატარა საჩუქრებიც რომ დავუმატოთ, ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად, დილერის შემოსავალი საკმაოდ სოლიდურ თანხამდე ადის. 

 

რუმები

ქართული უცხოური