ბრიტანელ მოთამაშეზე ფილმს გადაიღებენ

გასული ზაფხულის WSOP-ის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი ბრიტანელი ჯონ ჰესპი გახდა, რომელმაც პოკერის გულშემატკივარს თავი თამაშის მხიარული სტილით და გამორჩეულად ექსტრავაგანტული გარდერობით დაამახსოვრა. 

64 წლის მოთამაშის მთავარი ხიბლი მის უშუალობაში, გულახდილობასა და პოკერისთვის ძველი, იღბლიანი თამაშის სტატუსის დაბრუნებაში მდგომარეობდა. როგორც ჩანს, მისი შარმით არამხოლოდ პოკერის მოყვარულები, არამედ ჰოლივუდელი პროდიუსერებიც დაინტერესდნენ, რომლებსაც მისი დაუჯერებელი მოგზაურობის შესახებ ფილმის გადაღება სურთ. 

"უცნაური და სასიამოვნო გამოცდილებაა, - ყვება ჰესპი ადგილობრივ გამოცემასთან, Hull Daily Mail-თან ჩაწერილ ინტერვიუში, - ლას ვეგასში ყოფნის დროს, რამდენიმე პროდიუსერი დამიკავშირდა, მათ შორის ჰოლივუდიდანაც. მე ბრიტანული კომპანია შევარჩიე, რომელიც ფილმის გადაღებაში რამდენიმე მილიონ ფუნტ სტერლინგს ჩადებს. ფილმის 25% ჩემს მშობლიურ ქალაქში, ბრიდლინგტონში იქნება გადაღებული, 75% კი ლას ვეგასში. მათ სწორედ ბრიდლინგტონიდან ვეგასამდე გავლილი გზა აინტერესებთ."

ჯონ ჰესპს ტურნირებში 10 ფუნტ სტერლინგზე მეტი არასდროს დაუხარჯავს. ლას ვეგასშიც მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ მომავალში სათქმელი ჰქონოდა, 'ცოდვის ქალაქში' ვითამაშეო. $13 დოლარით დაწყებული მოგზაურობა WSOP Main Event-ის ფინალური მაგიდითა და $2.600.000 დოლარის მოგებით დასრულდა. "ვეგასში ჩასვლის სურვილი კარგა ხნის წინ გამიჩნდა, - ყვება ჰესპი, - მე იქ მხოლოდ საკუთარი სურვილის ასასრულებლად და გასართობად ჩავედი." 

რუმები

ქართული უცხოური