აიზიკ ჰექსტონი ყოფილ სპონსორს - PokerStars-ს აკრიტიკებს

ყოფილ სპონსორ კომპანიასთან, PokerStars-თან გაუქმებული კონტრაქტის შემდეგ, აიზიკ ჰექსტონი ონლაინ პოკერის გიგანტის აქტიური კრიტიკოსი გახდა. ბოლო წლებში მან არაერთხელ დაგმო კომპანიის პოლიტიკა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ჰექსტონმა ყოფილ სპონსორს საკმაოდ მძიმე 'ტვიტი' მიუძღვნა.

როგორც ჩანს, მოთამაშის გაღიზიანება სტივ რუდოკის სტატიამ გამოიწვია, სადაც PokerStars-ის მიერ დაგეგმილ ცვლილებებზე, კომპანიის მიერ უკეთესობისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე და მოთამაშეების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იყო საუბარი. "Stars-მა თავისი მოთამაშეები მოატყუა და მილიონობით დოლარი თაღლითურად წაართვა, - წერს 'ტვიტერის' ექაუნთზე აიზიკ ჰექსტონი, - მომავალში განხორციელებული ნებისმიერი აშკარა სულგრძელობის აქტი სხვა არაფერი იქნება თუ არა შემდგომი თაღლითური სქემისთვის მომზადებული ნიადაგი."

უცნობია, რა იგულისხმა ჰექსტონმა 'აშკარა სულგრძელობის აქტში', მაგრამ მინიშნების დონეზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის PokerStars-ის მიერ PKR-ის მოთამაშეებისთვის გადახდილ თანხაზე საუბრობდა. 'პოკერსტარსმა' ლეგენდარული პოკერ-რუმის, PKR-ის მოთამაშეებს ე.წ. Black Friday-ის დროს მიყენებული ზარალი აუნაზღაურა, რომლის გადახდაზეც მას არანაირი პასუხისმგებლობა არ ჰქონდა აღებული. სავარაუდოდ, ჰექსტონი სწორედ მსგავს ქმედებებში ხედავს PokerStars-ის მიერ მოთამაშეებისთვის დაგემულ მახეს.

აიზიკ ჰექსტონი PokerStars-ს 2016 წლის დასაწყისში ჩამოშორდა, მას შემდეგ, რაც მან სპონსორის მიერ 'სუპერნოვა' და 'სუპერნოვა ელიტის' სტატუსის მქონე მოთამაშეებს ბონუს სისტემა შეუცვალა. ჰექსტონის აზრით, 'სტარსი' დამწყები მოთამაშეების მოზიდვის ხარჯზე, რეგულარულ მოთამაშეებს საშინელ პირობებს სთავაზობს. ეს მოსაზრება მხოლოდ ჰექსტონს არ ეკუთვნის - იგივეს ამბობენ დაგ პოლკი, ფილ ჰელმუტი, ფილ გალფონდი და სხვა ცნობილი მოთამაშეები. ერთადერთი მოთამაშე, რომელიც PokerStars-ის მიერ ბონუს სისტემის ცვლილებებს და საკომისიოს გაზრდას ამართლებს დენიელ ნეგრანუა. 

რუმები

ქართული უცხოური