ლას ვეგასის პოლიციამ შიშველ პოკერის მოთამაშეს ესროლა

ლას ვეგასის პოლიციამ 25 წლის მოთამაშე, ჯეისონ ფანკს მაშინ ესროლა, როცა ის შიშველ მდგომარეობაში, იარაღით ხელში, ეკლესიის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. 

მოვლენა 5 აგვისტოს, დაახლოებით დილის 11 საათისთვის მოხდა. შიშველი ჯეისონ ფრანკი, ლას ვეგასის Life Springs Christian Church-ის ეზოში ლოტუსის პოზაში მედიტირებდა, გვერდით კი პისტოლეტი ედო. მოგვიანებით, ის ფეხზე წამოდგა, იარაღი აიღო და ეკლესიის პარკინგზე უმისამართო სიარული დაიწყო. 

როდესაც პოლიციამ მას იარაღის დაგდება მოსთხოვა, ის ბრძანებას დაემორჩილა, ხელები თავზე დაიდო და პოლიციის ოფიცრის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს ის დანებებას აპირებდა. რამდენიმე წამში, ფანკი უკან იხევს და იაღარის ასაღებად ბრუნდება. სპეცდანიშნულების რაზმის სნაიპერმა, რომელიც ამ ყველაფერს შორიდან აკვირდებოდა, ეჭვმიტანილი მხარში დაჭრა. 

ჯეისონ ფანკმა მიმდინარე წლის ზაფხულში, WSOP-ის სერიებზე 3-ჯერ მოახერხა ფულში შესვლა, მათ შორის მეინ ივენთზეც. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ამ ეკლესიის ხშირი სტუმარი და ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი იყო. პოლიციის მიერ გაკეთებულ რეპორტში წერია: "ეკლესიის თანამშრომელი, ქეით მოშერი ჯეისონ ფანკს ადრეც შეხვედრია. ფანკი სუიციდისკენ იყო მიდრეკილი. ის LSD-ს, მარიჰუანას და ალკოჰოლს ხშირად მოიხმარდა. მოშერის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, მოთამაშე თავს უკეთ გრძნობდა."

2017 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე, ჯეისონ ფანკის წინააღმდეგ დაგ პოლკმაც ითამაშა, რომელიც 'ტვიტერზე' შემდეგ პოსტს ავრცელებს:

"ჯანდაბა! ამ ტიპმა WSOP-ის მეინ ივენთზე, სატელევიზიო მაგიდაზე, ჩემთან ერთად ითამაშა."

Las Vegas Review Journal-ის ცნობით, ჯეისონ ფანკს სკოლის, ან ბავშვების თავშეყრის ადგილზე, იარაღის ფლობისა და შეტანის, ასევე პოლიციის ბრძანებაზე დაუმორჩილებლობის გამო ბრალი წარედგინა. თუმცა, სასჯელაღსრულების დოკუმენტების მიხედვით, ამ მომენტში ის პატიმრობაში არ იმყოფება. 

რუმები

ქართული უცხოური