ზამთრის WSOPE-ზე კრის ფერგიუსონმა უფასო ადგილი მიიღო

2017 წლის WSOP-ის დასრულების შემდეგ, კრის ფერგიუსონი სერიის საუკეთესო მოთამაშეთა ლიდერბორდის სათავეში მოექცა. მართალია, WSOP-ის წლის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად ზამთრის სერიებიც ჩასატარებელია, მაგრამ ამჟამინდელ ლიდერს პოკერის უდიდესი ფესტივალის ორგანიზატორებმა ზამთრის მთავარ ღონისძიებაზე დასასწრები უფასო ბილეთი გადასცეს. 

ფერგიუსონმა WSOP-ის ისტორიაში არსებული რეკორდი გააუმჯობესა და ერთი სეზონის განმავლობაში 17-ჯერ მოახერხა საპრიზო ადგილზე მოხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ მას წელს არცერთი ოქროს სამაჯური არ მოუგია, WSOP-ის ქულათა დათვლის ახალი სისტემის მიხედვით, ფერგიუსონს წლის საუკეთესო მოთამაშის სტატუსის მოპოვება შეუძლია. 

WSOP.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ფერგიუსონმა WSOPE (Europe)-ის მეინ ივენთზე დასასწრები €10.000 ევროიანი ბილეთი მიიღო. ზამთრის ევროპული სერიები წლის ბოლოს, ჩეხეთის დედაქალაქში მდებარე King's Casino Rozvadov-ში გაიმართება. თუ ფერგიუსონი ლიდერბორდში პირველი ადგილის შენარჩუნებას მოახერხებს და წლის საუკეთესო მოთამაშე გახდება, ის 2018 წლის WSOP-ის მეინ ივენთის უფასო საგზურსაც მიიღებს. ერთი რამ ნათელია: პოკერის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე მოთამაშეს ძალიან მცირე რაოდენობის გულშემატკივარი თუ ეყოლება. მიუხედავად ამისა, ფერგიუსონის თამაშში ეჭვი არავის ეპარება: 2000 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულმა მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ერთი სეზონის განმავლობაში 17-ჯერ მოახერხა ფულში შესვლა. ფერგიუსონის წლევანდელ სერიებზე მიღებულმა შემოსავალმა $380.000 დოლარს გადააჭარბა. 

რუმები

ქართული უცხოური