ალეკ ტორელი სკანდალში ეხვევა
ჰაი სტეიკს პოკერის წრეებში და "2+2 ფორუმზე" ალეკ ტორელისთან დაკავშირებული აჟიოტაჟი სულ უფრო ხმაურიანი ხდება. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ძვირადღირებული ქეშ-გეიმის დროს, ჰაი სტეიკს პროფესიონალის, ალეკ ტორელის ოპონენტმა დიდი რეიზი ისე გააკეთა, რომ მისი მოწინააღმდეგის ორი ყველაზე ძვირადღირებული ჩიპი ვერ დაინახა.
ქეშ-გეიმის მსვლელობისას, დენიელ ვულფმა მხოლოდ ოლ ინის გამოცხადების შემდეგ შეიტყო, რომ ტორელის $15.000 დოლარის ნაცვლად, $25.000 დოლარი ჰქონდა - როგორც აღმოჩნდა, ის ტორელის ორცალ $5.000 დოლარიან ჩიპს ვერ ხედავდა.
ფორუმებზე, 'ტვიტერსა' და ზოგადად ონლაინ სივრცეში მიმდინარე განხილვებისას მოთამაშეთა და პოკერის მოყვარულთა პოზიციები იყოფა: ნაწილი ამბობს, რომ ალეკ ტორელიმ ასეთი მანევრი სპეციალურად გააკეთა, რის შედეგადაც მისთვის სასურველი ოლ ინი მიიღო და გაცილებით დიდ თანხაზე ითამაშა; მეორე ნაწილის აზრით კი, ტორელი ასე მხოლოდ იმიტომ მოიქცა, რომ მოწინააღმდეგის რეაქცია დაენახა და მისი ბოდილენგვიჯის მიხედვით გარკვეული ინფორმაცია მიეღო.
დაგ პოლკის ვიდეო-ბლოგში, რომელიც ძირითადად საკმაოდ კრიტიკულია მსგავსი არაეთიკური ქმედებების მიმართ, ალეკ ტორელისთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე სურათი დაიხატა. პოლკის აზრით, მართალია, ტორელის მიზანმიმართულად არ დაუმალავს ჩიპები მოწინააღმდეგისგან, მაგრამ ინციდენტის შემდეგ მისი საქციელი საკმაოდ ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს.
'იუთუბზე' კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდა, რომელიც ალეკ ტორელის ბრალეულობას ადასტურებს. ამჯერად, ვიდეოს ავტორი ონლაინ გრაინდერი ssSuperSoak-ია. არხის ავტორი საკუთარ ვიდეოებს სატირულსა და პაროდიულს უწოდებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ძალიან დეტალურად აქვს განხილული და აღწერილი, თუ როგორ დამალა ტორელიმ ჩიპები შეგნებულად. მისი აზრით, ტორელის ბოდილენგვიჯი აშკარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან ყველაფერი წინასწარ გათვალა.