WPT Europe ბერლინში გაიმართება

სანამ ლას ვეგასში მსოფლიო პოკერის მთავარი მოვლენა - WSOP-ის მეინ ივენთი მიმდინარეობს, WPT-ის მენეჯმენტი დროს არ კარგავს და ზამთრისთვის საინტერესო ამბებს გვპირდება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, WPT-ის ევროპული ტურნე, რომელიც ყოველ ზამთარს იმართება, პირველად ეწვევა გერმანიის დედაქალაქს და Spielbank Casino-ში დაიდებს ბინას. ზამთრის პოკერის ფესტივალი 5-დან 15 იანვრამდე გაგრძელდება. 

ბერლინურ პოკერის ტურს €1.500 ევროიანი Deep Stack ივენთი გახსნის, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი €500.000 ევროს შეადგენს. რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი ბაი-ინი და მიმზიდველი საპრიზო ფონდი უამრავი მოთამაშის ყურადღებას მიიქცევს. €3.300 ევროიანი მეინ ივენთი კი 10 იანვრიდან 15 იანვრამდე ჩატარდება. მთავარი ღონისძიების პრაიზ პული €1.000.000 ევროს შეადგენს, მაგრამ ტურნირით დაინტერესებულთა რაოდენობის გათვალისწინებით, მილიონი ევრო მხოლოდ სასტარტო თანხად შეიძლება ჩაითვალოს. 

რაც მთავარია, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, WPT-ის მეინ ივენთს ტელევიზიები გააშუქებენ, ხოლო ფინალურ მაგიდას პირდაპირ ეთერშიც ვიხილავთ. "ძალიან გვიხარია WPT-ის ევროპაში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სატელევიზიო ეთერში დაბრუნება, - ამბობს WPT-ის აღმასრულებელი დირექტორი, ადამ პლისკა, - ჩვენ ვიცით, რომ ევროპა პოკერის მიმართ განსაკუთრებულ ენთუზიაზმს და სიყვარულს იჩენს. ვერ ავუვლით გვერდს იმ ფაქტს, რომ კონტინენტზე პოკერის საუკეთესო მოთამაშეთა მრავალრიცხოვანი არმიაა."

ბერლინი, 2018 წლისთვის, WPT-ის პირველი ევროპული გაჩერება იქნება. მანამდე პოკერის მსოფლიო ტური ზამთრის თამაშებს ამერიკაში გახსნის და რამდენიმე შტატს შემოივლის. 

რუმები

ქართული უცხოური