ფილ გალფონდის $800.000-იანი დაუნსვინგი

2017 წლის WSOP ონლაინ პოკერის ლეგენდისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა. თუმცა, ფილ გალფონდის დაუნსვინგი სატურნირო სერიებს არ ეხება. როგორც ცნობილია, WSOP-ის მიმდინარეობის პარალელურად, Bobby's Room-ში მსოფლიოს საუკეთესო ქეშ-გეიმერები იკრიბებიან და ძვირადღირებულ სესიებს მართავენ. დოილ ბრანსონმა, ფილ აივიმ, გას ჰენსენმა, პატრიკ ანტონიუსმა და პოკერის სხვა დიდმა სახელებმა, Bobby's Room-ში დაგეგმილ ჰაი სტეიკს სესიები, ჯერ კიდევ WSOP-ის დაწყებამდე დააანონსეს. 

როგორც ირკვევა, ფილ გალფონდი სწორედ Bobby's Room-ში მიმდინარე ქეშ-გეიმების მსხვერპლია. 'ტვიტერზე' გამოქვეყნებულ პოსტში გალფონდი წერდა, რომ $50.000 დოლარიან Poker Players Championship-ზე, მას მე-2 ადგილი მაინც უნდა აეღო, რათა ზაფხულის დანაკლისი გაეთანაბერბინა. Poker Players Championship-ის მე-2 ადგილისთვის კი $862.000 დოლარი იყო დაწესებული. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თამაშები მიმდინარეობს 'ბობის ოთახში' - ინფორმაცია თამაშების მსვლელობის, მოგებულებისა და დამარცხებული მოთამაშეების შესახებ, პრივატული სივრციდან საკმაოდ იშვიათად გამოჟონავს. 

პოკერის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და ნდობით აღჭურვილი მოთამაშე 2017 წელს საკუთარი პოკერ-რუმის გახსნას გეგმავდა. გალფონდის მიერ არაერთგზის დაანონსებული პოკერის ახალი პლატფორმა, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა გათვლილი მოთამაშეების მოთხოვნებსა და სურვილებზე, ჯერჯერობით არსად ჩანს. მისი გაშვება რამდენჯერმე გადაიდო. დაგვიანების მიზეზად, ფილ გალფონდი, ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს და ამბობს, რომ საიტის ამოქმედების შემდეგ, ხარვეზები მაქსიმალურად იქნება შემცირებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის ვიხილავთ ახალ ონლაინ პოკერ-რუმს. 

რუმები

ქართული უცხოური