ფრენკ მაგიო და ბენ იუ WSOP-ის სამაჯურებს იგებენ

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, WSOP-ზე $1.000 დოლარიანი Seniors NL Hold'em Championship-ის ივენთი ტარდება, რომელიც პოკერის უფროს თაობას უყრის თავს. ამერიკელი ფრენკ მაგიო კი ამ ივენთის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. წლევანდელ ღონისძიებაზე 5.389 მოთამაშე დარეგისტრირდა, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა მსგავსი ტურნირისთვის. საპრიზო ფონდმა $4.850.100 დოლარი შეადგინა. ფინალური მაგიდა ოთხსაათნახევარი მიმდინარეობდა, რამაც მოთამაშეები იმდენად დაღალა, რომ ფინალური ჰედს-აპი სულ რაღაც 8 დარიგებაში დასრულდა. ერთმანეთს ფრენკ მაგიო და უილიამ მარი დაუპირისპირდნენ, რომლებმაც პირველი და მეორე ადგილებისთვის, შესაბამისად, $617.303 და $381.233 დოლარი მიიღეს.

$10.000 დოლარიან 2-7 ლოუბოლ ტრიპლ დროუს გამარჯვებული ბენ იუ გახდა, რომელმაც არამხოლოდ ტურნირზე დარეგისტრირებულ 80 მოთაშეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა, არამედ პოკერის ვარსკვლავებით სავსე ფინალურ მაგიდაზე მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ფინალური მაგიდა იუმ, ჩიპქაუნთის თვალსაზრისით, მე-3 პოზიციიდან დაიწყო. მალევე, შონ დიბთან მოგებული დარიგების ხარჯზე, მომავალმა ჩემპიონმა ჩიპლიდის მოპოვება შეძლო, რამაც მის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ივენთის ფინალური მაგიდა ასე გამოიყურებოდა:

პოზიციამოთამაშეანაზღაურება
1ბენ იუ$232.738
2შონ დიბი$143.842
3ნიკ შულმანი$98.337
4მაიკ ვოტსონი$68.601
5შონ ბიუკენენი$48.854
6მაიკ მატუსოუ$35.532

 

რუმები

ქართული უცხოური