კრის მორმანის პირველი WSOP-ის სამაჯური; WSOP-ის 'მარათონს' ჯოზეფ დი როსა როჰა იგებს

თანამედროვე ონლაინ პოკერის ერთ-ერთ საუკთესო მოთამაშეს, კრის მორმანს, როგორც იქნა, WSOP-ის ოქროს სამაჯური აქვს. 888poker-ის სახემ 2017 წლის WSOP-ზე $3.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის 6-მაქს ივენთი მოიგო და თავის $4.628.200 დოლარიან კარიერას დამატებითი $498.682 დოლარი შესძინა. 

Pocketfive.com-ის მონაცემებით, კრის მორმანმა ონლაინ მაგიდებზე $14 მილიონ დოლარზე მეტის მოგება შეძლო. WSOP-ზე მორმანმა 4 ფინალური მაგიდა ითამაშა, საიდანაც ორჯერ მეორე ადგილის აღება მოახერხა. WSOP-ზე მისი საერთო ანაზღაურება $2.433.640 დოლარს შეადგენს, მაგრამ ერთადერთი რამ, რაც ონლაინ პოკერის ლეგენდას აკლდა, WSOP-ის ოქროს სამაჯური იყო. 

კითხვაზე, რა განსხვავებაა ონლაინ და ლაივ პოკერში გამარჯვებას შორის, კრის მორმანი ასე პასუხობს: "როცა ლაივ ტურნირს იგებ, შეგრძნება გაცილებით რეალურია - შენი მეგობრები და ახლობლები შენთან ერთად ზეიმობენ. ჩემი ინტერნეტ კარიერის უმეტესი ნაწილი ბრიტანეთში გავატარე. ზოგჯერ მთელი ღამე ვთამაშობდი, დილის 5-6 საათზე ტურნირს მოვიგებდი და მხოლოდ შემდეგ აღმოვაჩენდი, რომ ოთახში მარტო ვიჯექი. აქ კი ყველაფერი სხვანაირადაა." ბრიტანელმა მოთამაშემ, ფინალურ ჰედს-აპში, ბრაზილიელი ბერნარდო დიასი დაამარცხა. 

რაც შეეხება WSOP-ის პირველ 'მარათონს' - $2.620 დოლარიან No-Limit Hold'em Marathon-ის გამარჯვებული ჯოზეფ დი როსა როჰა გახდა, რომელმაც სამშობლოში $690.469 დოლარი წაიღო. აღსანიშნავია, რომ ვენესუალასთვის ეს პირველი WSOP-ის სამაჯურია. ივენთზე 1.759 მოთამაშე დარეგისტრირდა, მაგრამ მეორე დღეს ჩიპლიდის მოპოვების შემდეგ, ჯოზეფ დი როსა როჰას ერთი წამითაც არ დაუხევია უკან: "როცა ჩიპლიდერი გავხდი, მივხვდი, რომ ოქროს სამაჯურის მოგების რეალური შანსი მქონდა. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი უპირატესობა გამომეყენებინა და რაც შეიძლება მეტი დარიგება მეთამაშა." მართლაც, ვენესუელური პოკერის ახალმა სახემ მთელი შემართებით შეუტია ფინალურ მაგიდას და ბოლოს, ჰედს-აპში 8-1 შეფარდებით ჩიპლიდერის რანგში მოგვევლინა. ფინალურ ორთაბრძოლაში ვენესუელელმა მოთამაშემ ავსტრალიელი ალექსანდრ ლინსკი დაამარცხა. 

რუმები

ქართული უცხოური