ჯეიმს ობსტის პირველი WSOP-ის სამაჯური

ჯეიმს ობსტი ონლაინ პოკერის მოყვარულებისთვის საკმაოდ ნაცნობი სახელია. მან თავისი კარიერა ვირტუალურ მაგიდებთან შექმნა. მრავალი ონლაინ გრაინდერი, რომელმაც ინტერნეტში არნახულ წარმატებას მიაღწია, ლაივ პოკერში, განსაკუთრებით კი სატურნირო პოკერში მნიშვნელოვანი სიტყვის თქმა ვერ მოახერხა. ჯეიმს ობსტი სწორედ ასეთ მოთამაშეებს შორის იკავებდა ადგილს. 

გასულ ზაფხულს, ობსტმა $10.000 დოლარიან H.O.R.S.E. ივენთზე მე-2 ადგილი დაიკავა. თითქმის ორი კვირის წინ $2.500 დოლარიან მიქსდ ტრიპლ დროუ ლოუბოლის ივენთზე ასევე მე-2 ადგილი აიღო. გასული წლის სერიებზე მან რამდენიმე ფინალური მაგიდა ითამაშა, მაგრამ პირველ ადგილამდე მიღწევა ვერაფრით მოახერხა. ხუთშაბათს კი, ობსტი $10.000 დოლარიანი Razz-ის ივენთის გამარჯვებული და WSOP-ის პირველი სამაჯურის მფლობელი გახდა. 

"ვფიქრობ, პოკერის მოთამაშის კარიერაში სამაჯურის მოგება ახალ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, - ამბობს ობსტი, - სიხარულს სათანადოდ ვერ გამოვხატავ. საკმაოდ მორიდებული ადამიანი ვარ. ეს რომ ონლაინ გამარჯვება ყოფილიყო, საკუთარ სახლში, სადაც არავინაა გარშემო, შესაძლოა მეტად თავისუფალი ვყოფილიყავი, მაგრამ საზოგადოებაში ყოფნისას საკმაოდ თავშეკავებული ვარ. რა თქმა უნდა, სერიებზე თამაშს და კიდევ ერთი სამაჯურის მოგებას კვლავ ვაპირებ."

$10.000 დოლარიან ტურნირზე 97 მოთამაშე დარეგისტრირდა. ტურნირის მე-2 დღისთვის, 36 დარჩენილი მოთამაშიდან, ობსტი მე-6 პოზიციას იკავებდა. ფინალური დღისთვის კი, მომავალმა ჩემპიონმა ჩიპლიდის მოპოვება შეძლო. პირველი ადგილისთვის ობსტმა $265.138 დოლარი მიიღო. მის ფინალურ მაგიდაზე რამდენიმე ცნობილი მოთამაშე მოხვდა, რომელთა შორის ბრენდონ შეკ-ჰარისი, დევიდ ბეიკერი და ნიკ შულმანი იყვნენ. "წლის მოთამაშის ტიტულისთვის აუცილებლად ვიბრძოლებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამდენიმე ივენთის თამაშს ერთდროულად ვაპირებ. 'მულტითეიბლინგი' მხოლოდ ონლაინ თამაშებშია მისაღები."

რუმები

ქართული უცხოური