ფილ აივი და დოილ ბრანსონი 2017 წლის WSOP-ზე არ ითამაშებენ

როგორც გას ჰენსენის მიერ გავრცელებულ ფოტოზეა ნაჩვენები, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ფილ აივი კაზინო Bellagio-ში, Bobby's Room-ში $2.000/$4.000 ქეშ-გეიმს ესწრება. 2017 წლის პოკერის მთავარი ფესტივალის დაწყებამდე უამრავი ჭორი ვრცელდებოდა იმის შესახებ, ითამაშებდა თუ არა 'პოკერის ტაიგერ ვუდსი' რომელიმე მნიშვნელოვან ივენთს? 

საინტერესოა თავად გას ჰენსენის შემთხვევაც - მოთამაშე უკვე რამდენიმე წელია გაქრა მსოფლიო პოკერის რადარებიდან. 2 თვის წინ მიცემულ ინტერვიუში, ჰენსენი თავის გულშემატკივრებს წლევანდელ WSOP-ზე გამოჩენას და სატურნირო პოკერში დაბრუნებას პირდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი გეგმები საგრძნობლად შეიცვალა. ამ ცვლილებების მიზეზი კი, თავად ჰენსენის განმარტებით, ფილ აივია. 

"Rio-ში $100.000-იანი One Drop-ის თამაშს ვგეგმავდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა Bobby's Room-ში დავრჩები" - წერს საკუთარი 'ტვიტერის' გვერდზე Full Tilt Poker-ის ყოფილი სახე. როდესაც ჰენსენის დონის გემბლერი One Drop-ის ტურნირს აცდენს, ადვილი მისახვედრია, რომ პრივატული ქეშ-გეიმი აქტიურ ფაზაშია შესული. 

კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც წლევანდელ WSOP-ის არ დაესწრება, პოკერის ლეგენდა - დოილ ბრანსონია. ბრანსონზე, ისევე როგორც აივიზე, WSOP-ის დაწყებამდე უამრავი ვარაუდი ვრცელდებოდა. დოილ ბრანსონი WSOP-ის ივენთების რეგულარად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, მაგრამ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, ყოველ შემთხვევაში WSOP Main Event-ს ყოველთვის თამაშობს. 

რუმები

ქართული უცხოური