ადრიან მატეოსი WSOP-ის კვირის მოთამაშეა

ადრიან მატეოსი, რომელსაც ხშირად ესპანელი ფენომენის, ესპანელი ვუნდერკინდის ან ფროდიჯის სახელით მოიხსენიებენ, WSOP-ის კვირის მოთამაშე გახდა. იგივე ტიტული, მანამდე, დაგ პოლკს ეკუთვნოდა, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტურნირი მოიგო, $3 მილიონ დოლარზე მეტი ანაზღაურებით. 

$10.000 დოლარიანი ტურნირის მოგების შემდეგ, როგორც წესი, პოკერის მოთამაშე გარკვეული დროით შვებულებას აიღებდა, მაგრამ ადრიან მატეოსის შემთხვევა მოთამაშის აბსოლუტურად სხვა განზომილებაში დანახვის საშუალებას იძლევა. "მე ყოველდღიურად ვაპირებ თამაშს, - ამბობს ესპანელი, - რა თქმა უნდა, მეინ ივენთამდე რამდენიმედღიან შესვენებას ავიღებ, მაგრამ მანამდე WSOP-ზე რაც შეიძლება მეტი ტურნირის თამაშს მოვასწრებ."

მატეოსის კარიერაში გასულ თვეს რომ გადავავლოთ თვალი, მოვლენები ასე განვითარდა: მას ჯერ PokerStars Championship High Roller-ის ფინალურ მაგიდამდე ერთი ადგილი დააკლდა; შემდეგ Aria-ში გამართული ორი ჰაი როლერ ივენთის ფინალური მაგიდა ითამაშა, ხოლო შემდეგ $10.000 დოლარიან ტურნირებზე მე-2 და მე-9 ადგილები აიღო. 22 წლის ასაკში, ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც WSOP-ის 3 ოქროს სამაჯურის მოგება მოასწრო. მანამდე იგივე ტიტულს გერმანელი დომინიკ ნიცშე ფლობდა. 

ადრიან მატეოსის სატურნირო კარიერა უკვე $9.172.532 დოლარს მოიცავს. ის მხოლოდ $3 მილიონი დოლარით ჩამორჩება ესპანეთის ყველაზე მომგებიან მოთამაშეს - კარლოს მორტენსენს. "ვიცი, რომ ძალიან უკანაც არ ვარ და მის დაწევას მალე შევძლებ. რა თქმა უნდა, ჩემი კარიერისთვის ესპანეთის პირველობა ნამდვილად დიდი მიღწევა იქნებოდა." 

იმ ფაქტის აღსაქმელად, თუ რამდენად მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ადრიან მატეოსმა 22 წლის ასაკში, ისიც კმარა, რომ დომინიკ ნიცშე 3 ოქროს სამაჯურის მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშის სტატუსს 3 წლის განმავლობაში ფლობდა, ხოლო მანამდე იგივე სტატუსს 12 წლის განმავლობაში ფილ აივი ინარჩუნებდა. ადრიან მატეოსმა თამაში 16 წლის ასაკში დაიწყო, რა თქმა უნდა, ონლაინ მაგიდებზე. 19 წლის ასაკში, WSOP Europe-ზე პირველი ოქროს სამაჯური მოიგო. 

"მე ვცდილობ გამოცდილ მოთამაშეებს ვუყურო, მათგან ვისწავლო და მათი მოქმედებები გადმოვიღო. გამუდმებით ვაკვირდები ონლაინ გრაინდერებს, ჰაი როლერ ტურნირების გამარჯვებულებს და ზოგადად ტურნირების წარმატებულ მოთამაშეებს. ვცდილობ გავიგო, რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება. საყვარელი მოთამაშის ყოლა, როცა ასეთი ფართო არჩევანი გაქვს, საკმაოდ რთულია."

 

რუმები

ქართული უცხოური