ადრიან მატეოსმა WSOP-ის $10.000 Heads-up ივენთი მოიგო

ესპანელი ფენომენის, ადრიან მატეოსის წარმატება გრძელდება. 129 მონაწილიან ლაინაფში, 22 წლის ესპანელმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და 128 მატჩის შემდეგ ღონისძიების გამარჯვებული გახდა, $324.470 დოლარით პირველი ადგილისთვის. ამ გამარჯვებით, ადრიან მატეოსი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც WSOP-ის 3 ოქროს სამაჯურის მოგება შეძლო.

"წარმოუდგენელია, მე 3 სამაჯური მაქვს, - ამბობს მატეოსი, - 3 ოქროს სამაჯურის მოგება საკმაოდ რთულია, თანაც 22 წლის ასაკში. ვფიქრობ, ძალიან მიმართლებს, მაგრამ ამავდროულად ცუდადაც არ ვთამაშობ."

ფინალური ადგილისკენ მიმავალ გზაზე, ესპანელ მოთამაშეს ძლიერი და გამოცდილი ოპონენტების დამარცხება მოუწია: პირველი დენიელ ნეგრანუ იყო, რომელთანაც მატეოსმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა; შემდეგი მატჩები ერიკ ვასერსონთან, ტაილორ პორთან და რაიან ჰიუსთან გაიმართა, რომელთა დამარცხება ესპანელს არ გასჭირვებია. ყველაზე სწრაფი მატჩი მატეოსმა ჩარლი კარელთან ითამაშა, რომელიც სულ რაღაც 37 დარიგებაში ტურნირის მიღმა აღმოჩნდა. 

გადამწყვეტ ჰედს-აპ მატჩი მატეოსს ამერიკელი სამხედრო, 70 წლის ვეტერანი, ჯონ სმიტი დაუპირისპირდა, რომელმაც მაყურებლის გულის მოგება ტურნირზე გამოჩენისთანავე მოახერხა. "ის ყველასგან განსხვავებულად თამაშობს, - თქვა მატეოსმა მისი მოწინააღმდეგის შეფასებისას, - მისი თამაშის სტილი თითქმის ყოველ დარიგებაზე იცვლება, რაც  მის წაკითხვას წარმოუდგენლად ართულებს." გარკვეული პერიოდით, სმიტმა უპირატესობის მოპოვებაც მოახერხა, მაგრამ საბოლოოდ თამაშის სადავეები მატეოსმა ჩაიგდო ხელში და გამარჯვებაც მოიპოვა. 

რუმები

ქართული უცხოური