ეიბ მოსერი WSOP-ის ომაჰას ტურნირს იგებს; დენიელ ნეგრანუ მე-2 ადგილზეა

$10.000 დოლარიანი ომაჰა ჰაი-ლოუ ივენთზე, ზუსტად 4 დარიგებაში, ნიუ იორკელმა ეიბ მოსერიმ პოკერის ლეგენდა, დენიელ ნეგრანუ დაამარცხა და WSOP-ის რიგით მეორე ოქროს სამაჯური მოიგო. მისი პირველი სამაჯური 2009 წლით თარიღდება, როდესაც მოსერიმ $2.500 დოლარიანი 2-7 ტრიპლ დროუს ტურნირი მოიგო. 

გამარჯვების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში, მოსერიმ ტურნირის ბედზე ისაუბრა და თქვა, რომ 2-1 ჩიპლიდის მიუხედავად, ივენთის მოგების შანსი ნეგრანუსაც ჰქონდა და მისი გამარჯვება მხოლოდ იღბლის ფაქტორმა გადაწყვიტა: "ბიგ ბლაინდები, სტეკებთან შედარებით, საკმაოდ დიდი იყო. ასეთ დროს მოწინააღმდეგეებს ყოველი დარიგების თამაში უწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს კარტები წყვეტს. ისიც უნდა ვთქვა, რომ მართალია, გუშინ ჩიპები აქეთ-იქით მოძრაობდა, დღეს ნეგრანუ მართლაც დამაჯერებლად დავამარცხე."

როგორც მოსერი ამბობს, მას ფინალური მაგიდები უყვარს, ხოლო ტურნირის საწყის სტადიებთან საკმაოდ ცუდი დამოკიდებულება აქვს: "მე გიჟური თამაში მიყვარს. თუ კარგი სტეკის შეგროვება შევძელი, მაშინ ყველაფერს ვაკეთებ, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანო." რაც შეეხება WSOP-ზე მოსერის გეგმებს: ის Bobby's Room-ში ძვირადღირებული ქეშ-გეიმების თამაშს, შემდგომ კი კვლავ ტურნირებზე დაბრუნებას აპირებს. 

თავად დენიელ ნეგრანუ კი, რომელსაც დოილ ბრანსონი გულშემატკივრობდა, შეჩერებას არ გეგმავს. მას უამრავი სანაძლეო აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც მან 3 ოქროს სამაჯურის მოგება უნდა შეძლოს. "ჰედს-აპის მსვლელობისას ერთი დარიგების მოგებაც კი ვერ შევძელი, - ამბობს კანადელი, - ასეთ დროს გარკვეულწილად იღბალმაც უნდა შეგიწყოს ხელი. რაც შეეხება 2017 წლის WSOP-ის, საკუთარ ძალებში საკმაოდ დარწმუნებული ვარ. სერიების დაწყებამდე თამაშის თეორიაში საფუძვლიანად მოვემზადე, რაც გარკვეულ უპირატესობას მომცემს. ფიზიკურადაც ძალიან კარგ ფორმაში ვარ, რაც პოკერის მოთამაშისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს."

ეიბ მოსერიმ პირველი ადგილისთვის $388.795, ხოლო დენიელ ნეგრანუმ $240.290 დოლარი მიიღო. ცნობილი მოთამაშეებიდან, ფინალურ მაგიდაზე ანტონი ზინო და მაიკ მატუსოუ მოხვდნენ, რომლებმაც შესაბამისად მე-7 და მე-8 ადგილები დაიკავეს. 

რუმები

ქართული უცხოური