ლივ ბურე და იგორ კურგანოვი WSOP-ის სამაჯურებს იგებენ
WSOP-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ივენთის, $10.000 დოლარიანი Tag Team Championship-ის გამარჯვებულები ლივ ბურე და იგორ კურგანოვი გახდნენ. ტურნირში 102 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას, მაგრამ როგორც ჩანს, იღბალი პოკერის ერთ-ერთი საუკეთესო წყვილის მხარეს გადაიხარა. კურგანოვი და ბურე ერთმანეთს 2014 წლიდან ხვდებიან, თუმცა ოფიციალური ქორწინებისგან წყვილი თავს იკავებს. რუსულ-ბრიტანულმა ოჯახმა პირველი ადგილისთვის $273.964 დოლარი მიიღო. მეორე ადგილზე კი ანკუშ მანდავიას და ჯო კიუთერის დუეტი გავიდა.
დენიელ ნეგრანუს, დევიდ ბენიამინის, ერიკ ვასერსონისა და მარკ გრეგორიჩის კვარტეტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩიპლიდერის პოზიციას დამაჯერებლად ინარჩნებდა, მაგრამ გუნდმა პირველი ადგილის დაკავება ვერ შეძლო. არადა ნეგრანუს მე-7 ოქროს სამაჯურს მისი ძალიან ბევრი გულშემატკივარი ელოდა.
მართალია, ეს მათი პირველი საერთო ოქროს სამაჯურია, მაგრამ ლივ ბურესა და იგორ კურგანოვისთვის დიდი ტურნირის მოგება განსაკუთრებულ სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს: კურგანოვის ლაივ ტურნირების კარიერა $12 მილიონ დოლარს, ხოლო ბურეს კარიერა $3 მილიონ დოლარს ითვლის. როგორც წყვილი ამბობს, მათი შემოსავლის ნახევარი მათ მიერვე დაარსებულ საქველმოქმედო ფონდ Raising for Effective Giving-ში გადაირიცხება.