ტონი ჯი $25.000-იან ჰაი როლერ ტურნირს იგებს

პოკერის ყველაზე ხმაურიანი მოთამაშე, რომელიც დიდი ხნის წინ წავიდა პროფესიონალური გემბლინგიდან, კაზინოს და ძველ საქმიანობას უბრუნდება. ანტანას გუოგა, პოკერის სამყაროში ცნობილი, როგორც ტონი ჯი, Aria-ში $25.000 დოლარიან High Roller ტურნირის გამარჯვებული გახდა. 

ტონი ჯიმ ევროპის პარლამენტის წევრის სტატუსი რამდენიმე წლის წინ მიიღო და ამჟამად ის, ევროპარლამენტში, ლიტვის ლიბერალურ პარტიას წარმოადგენს. პოკერის მოყვარულებს მისი დაბრუნების რამდენიმე მცდელობა აუცილებლად ემახსოვრებათ, თუმცა, ტონი ჯის ნახვა მხოლოდ ქეშ-გეიმებზე იყო შესაძლებელი. მისი უკანასკნელი სატურნირო მოგება თითქმის 4 წელს ითვლის. 

გასულ კვირას მან Aria-ში გამართული $25.000 დოლარიანი ჰაი როლერ ივენთის მოგება შეძლო, რომელზეც 32 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. პირველი ადგილისთვის, მან $353.280 დოლარი მიიღო. ამ გამარჯვებით ტონი ჯიმ 300.000 დოლარიანი Super High Roller-ის მოსაწვევიც მოიგო, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგის ჩვენება ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ტონი ჯი ყველაზე აგრესიულ, უხეშ და, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, უზრდელ მოთამაშედ ითვლება, მისი გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, რადგანაც ყველამ იცის, რომ ის პოკერის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აქტიური ფილანტროპია, რომელიც მოგებულ ფულს ქველმოქმედებაში ხარჯავს. ამჯერადაც, ფილ ჰელმუტის ინფორმაციით, ტონი ჯიმ მოგებული თანხა ამერიკულ ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა. 

 

რუმები

ქართული უცხოური