გას ჰენსენი 2017 წლის WSOP-ზე ითამაშებს
2017 წლის World Series Of Poker 30 მაისს იღებს სტარტს. Rio All Suite Hotel & Casino-ში, სადაც პოკერის ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება, ცნობილი მოთამაშეები ჯერჯერობით არ გამოჩენილან. ვინც დანამდვილებით აპირებს წლევანდელ WSOP-ზე თამაშს, გას ჰენსენია, რომელიც პოკერის მსოფლიო სერიების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა აზარტული სამყაროს დედაქალაქში.
როგორც საკუთარი 'ტვიტერის' გვერდზე ჰენსენი წერს, ლას ვეგასში ჩაფრენისას, მისი რანგის მოთამაშის შესაფერისი დახვედრის ნაცვლად, აეროპორტში მას საკმაოდ უცნაური და მკაცრი გასაუბრება მოუწყვეს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საემიგრაციო პოლიტიკით აიხსნება. ჰენსენი, როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი აქტიური კრიტიკოსია.
ჯერჯერობით უცნობია რომელი ივენთების, ან რა პოკერის რა სახეობის თამაშს აპირებს ლეგენდარული მოთამაშე, მაგრამ ფაქტია, რომ დანიელი გემბლერი ვეგასში სათამაშოდაა ჩამოსული და მეინ ივენთის გარდა, რომელსაც ყველა ცნობილი მოთამაშე ყოველწლიურად ესწრება, ჰენსენის სატურნირო გრაფიკში სხვა მნიშვნელოვანი ტურნირებიც მოხვდა. გას ჰენსენი რამდენიმე წელია, რაც მსოფლიო პოკერის სცენიდან და მედია რადარიდან გაქრა, რის გამოც მისი გამოჩენა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მისი ლაივ ტურნირებიდან მიღებული მოგება $10.000.000 დოლარს აჭარბებს, მაგრამ ონლაინ პოკერის ისტორიაში ის ერთ-ერთი ყველაზე წამგებიანი მოთამაშეა, რომელმაც $20.000.000 დოლარამდე წააგო.





