მაიკ ნურის $1.000 დოლარიანი McDonald's-ის სანაძლეო კრახით დასრულდა

პოკერის მოთამაშე მაიკ ნურისა და WPT-ის ტურნირების მენეჯერის, მეტ სევიჯის სანაძლეო, როგორც მოსალოდნელი იყო, ნურისთვის წარუმატებლად დასრულდა. სანაძლეო პირობების მიხედვით, მოთამაშეს 'მაკდონალდსში' $1.000 დოლარი უნდა დაეხარჯა, საიდანაც მინიმუმ $300 დოლარი ცხელ კერძებს, $50 დოლარი კი ბურგერებს უნდა მოხმარებოდა. თანხის დარჩენილი ნაწილი ამ უცნაური ბეთის მონაწილის სურვილით უნდა დახარჯულიყო. რა თქმა უნდა, $1.000 დოლარში გამაგრილებელი სასმელები ხარჯი არ შედიოდა. სანაძლეოს მონაწილეს გულის არევის უფლება მხოლოდ ერთხელ ჰქონდა და ის 36 საათის განმავლობაში მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო. 

მიუხედავად იმისა, რომ ნურიმ $500 დოლარის დახარჯვა McDonalds-ის ვაშლის ფირფიტებზე გადაწყვიტა, სულ რაღაც დღენახევრის განმავლობაში, მის მიერ ასათვისებელი კალორიების რაოდენობა 70.000-ს გადასცდა, რაც ადამიანის ერთი თვის მარაგადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. 

სანაძლეოს დაწყებამდე, ნურიმ McDonald's-ის შემდეგი პროდუქცია შეიძინა: მაკფლარი, მაკნაგეთსი, ქათმის გულ-მკერდი, ბეკონის ნაჭრები და წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის გუაკამოლე. $500 დოლარი, როგორც იგეგმებოდა, ვაშლის ფირფიტებზე დაიხარჯა. მისი თავდადების და მებრძოლი სულისკვეთების მიუხედავად, ნურის იდეა თავიდანვე განწირული ჩანდა - უამრავი პროფესიონალი ათლეტი, რომლისთვისაც დიდი რაოდენობის საკვების მიღება, პრაქტიკულად, სამსახურის შემადგენელი ნაწილია, სანაძლეოს პირობის შესრულებას წარმოუდგენლად მიიჩნევდა. მაიკ ნურიმ მხოლოდ $100 დოლარის ღირებულების პროდუქტის ჭამა შეძლო, რის შემდეგაც თეთრი დროშა ააფრიალა. 

რუმები

ქართული უცხოური