ვიქტორ ბლომი SCOOP-ის სერიების საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის

ვიქტორ Isildu1 ბლომმა მიმდინარე SCOOP-ის სერიებზე, 3 ფინალურ მაგიდაზე მოხვედრით, ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი აჩვენა. SCOOP-ის სერიის საუკეთესო მოთამაშის სტატუსის მისაღებად, ბლომი ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად განიხილება. 

ხუთშაბათს, პოტ-ლიმიტ ომაჰას $10.300 დოლარიან ჰაი როლერზე, მე-7 ადგილისთვის ბლომმა $48.000 დოლარი მიიღო. საერთო ჯამში, შვედმა მოთამაშემ, მიმდინარე წლის SCOOP-ზე 27-ჯერ მოახერხა ფულში შესვლა, რითიც SCOOP-ის წლის საუკეთესო მოთამაშის რბოლაში კიდევ უფრო დაწინაურდა. რბოლის გამარჯვებულს, ტიტულთან და აღიარებასთან ერთად, $20.000 დოლარი შეხვდება. 

2017 წლის SCOOP-ის ლიდერბორდი ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშექულა
1ვიქტორ Isildur1 ბლომი660
2Naza114650
3MITS304595
4bedias580
5კალ cal42688 ანდერსონი520

მართალია, ბლომმა უკვე საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა, ფულის თვალსაზრისით მას კიდევ უფრო მიმზიდველი პერსპექტივა აქვს: შვედი მოთამაშე ჯერჯერობით მხოლოდ დაბალ და საშუალო ბაი-ინიან ტურნირებში ღებულობს მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბლომი 2017 წლის SCOOP-ის ყველაზე მომგებიან 50 მოთამაშეს შორის ჯერაც არ შესულა. ეს ყველაფერი კი მალე შეიძლება შეიცვალოს, რამდენადაც დიდი ივენთები, როგორიცაა SCOOP-ის მეინ ივენთი გარანტირებული $5.000.000 დოლარიანი საპრიზო ფონდით, ჯერ კიდევ წინაა. 

 

რუმები

ქართული უცხოური