WSOP-ის ჩემპიონი, ჯო მაკკიენი Parx Big Stax-ის ტურნირს იგებს
სანამ პოკერის მსოფლიო ჩემპიონები თავიანთი საქმეებით არიან დაკავებულები, 2015 წლის WSOP Main Event-ის გამარჯვებული - ჯო მაკკიენი მასშტაბურ ტურნირებზე იბრძვის. 17 მაისს გამართული $1.100 დოლარიანი Parx Big Stax-ის პირველი ადგილისთვის, ამერიკელმა პროფესიონალმა $106.126 დოლარი მოიგო.
უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, მაკკიენმა კიდევ ორჯერ მოახერხა ექვსნიშნა თანხის მოგება: მან ჯერ Borgata Spring Poker Open Championship-ის მე-3 ადგილისთვის - 138.104 დოლარი, ხოლო შემდეგ Seminole Hard Rock Poker Showdown-ის $2.200-იანი ივენთის პირველი ადგილისთვის $104.608 დოლარი მიიღო.
Parx BIg Stax-ის $1.100-იან ტურნირზე 447 მოთამაშე დარეგისტრირდა, საიდანაც ფულში შესვლა 53 მათგანმა შეძლო. ფინალური დღე მაკკიენმა 100 ბიგ ბლაინდიანი სტეკით დაიწყო. მისი ჩიპლიდი კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც AK
-ით ორი მოწინააღმდეგის - Q
Q
-ისა და A
Q
-ის გაგდება შეძლო. ამის შემდეგ, უკვე ფინალურ მაგიდაზე, მაკკიენმა ორჯერ გაიბრძოლა AK-ით და ორივეჯერ წარმატებულად: მან ჯერ AQ-ით შეიარაღებული მაიკლ მერფის შეუტია და მოიგო, ხოლო შემდეგ A
K
-ით ბარტ გოლიკის K
K
დაამარცხა.
ამის შემდეგ, მაკკიენმა ანდერდოგებით დაიწყო თამაში და ამჯერადაც წარმატებულად: მან AT
-ით რაიან პოჩედლის A
Q
-ის რივერზე დადებული T
-ის წყალობით აჯობა. ტრევის გრინვოლტსა და ჯო მაკკიენს შორის გამართული ჰედს-აპი საკმაოდ ხანგრძლივ თამაშს მოასწავებდა: გრინვოლტის სტეკი100 ბიგ ბლაინდს, ხოლო მაკკიენის 250 ბიგ ბლაინდს შეადგენდა. ორთაბრძოლის პირველი ნაწილი გრინვოლტის უპირატესობით მიმდინარეობდა და მან სტეკების გათანაბრებაც კი მოახერხა, მაგრამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარიგებაში მაკკიენმა დიდი უპირატესობის მოპოვება შეძლო: 5
6
2
A
8
ბორდზე გრინვოლტმა AA-ის 'სლოუფლეით' თამაში გადაწყვიტა. რივერზე გრინვოლტის ბეთს, 9
7
-ით ჩასაფრებული მაკკიენის დიდი რირეიზი დახვდა. უმაღლესი სეტის პირობებში გრინვოლტმა მოწინააღმდეგის ველიუბეთი გადაიხადა, რამაც ტურნირის ბედი ფაქტიურად გადაწყვიტა. ტრევის გრინვოლტის უკანასკნელი 11 ბიგ ბლაინდი Q9-ის იმედად მაგიდის ცენტრში მოხვდა, მაგრამ ჯო მაკკიენის 77-ის წინააღმდეგ გაუმჯობესება ვერ შეძლო.