SCOOP-ის მე-9 დღე: ბენ სალსკი, ადრიან მატეოსი და ჯასტინ ბონომო ონლაინ ტურნირებს იგებენ

Spring Championship Of Online Poker (SCOOP) სწორედ ის ადგილია, სადაც საუკეთესო მოთამაშეები, ჰაი სტეიკს რეგულარები და ონლაინ ტურნირების გრაინდერები ერთმანეთს უპირისპირდებიან და თანამედროვე პოკერის ისტორიას ქმნიან. 

ბენ Sauce123 სალსკი, როგორც წესი, ქეშ-გეიმებზე მიღწეული წარმატებითაა ცნობილი, მაგრამ გულშემატკივრებისა და პოკერის მოყვარულების გასაოცრად, მან 2017 წლის SCOOP-ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოვლენის, $25.000 დოლარიანი Heads-Up No Limit Hold'em High Roller-ის მოგება მოახერხა. ტურნირში 16 მოთამაშე ღებულობდა მონაწილეობას, რომელთა შორისაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშე, დაგ პოლკიც იყო. მეოთხედფინალში, სალსკიმ სწორედ დაგ პოლკი დაამარცხა. საბოლოოდ Sauce123-ის ბანკროლი $180.000 დოლარით გაიზარდა. 

SCOOP-ის ტიტულის მოგება ჯასტინ ბონომომაც მოახერხა, რომელმაც $2.500 დოლარიანი 8-გეიმსის ტურნირის პირველი ადგილისთვის, $95.680 დოლარი მიიღო. ფინალურ მაგიდაზე, ბონომოს ერთ-ერთი მთავარი მეტოქე გერმანელი გრაინდერი RaulGonzalez იყო, რომელმაც მესამე პოზიციიდან დატოვა ტურნირი. ბენ სალსკის მსგავსად, ჯასტინ ბონომოს კარიერაშიც, SCOOP-ის 2-2 ტურნირი ირიცხება. 

რაც შეეხება ესპანელ მოთამაშეს, რომელსაც ასაკის გამო ხშირად ვუნდერკინდადაც კი მოიხსენიებენ: ადრიან მატეოსმა SCOOP-ის ფარგლებში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურნირის მოგება მოახერხა. ივენთზე, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი $1.000.000 დოლარს შეადგენდა, 693 მოთამაშე დარეგისტრირდა, რამაც პრაიზპული $1.386.000 დოლარამდე გაზარდა. ფინალურ ჰედს-აპამდე, ჰოლანდიელ ლუკ გილესსა და ადრიან მატეოსს შორის მოლაპარაკება გაიმართა, რის შედეგადაც ესპანელს, პირველი ადგილისთვის დაწესებულ თავდაპირველ თანხაზე ცოტათი მეტი - $249.480 დოლარი შეხვდა. 

მართალია ფინალურ ადგილებამდე ვერ მიაღწიეს, მაგრამ ფულში შესვლა მაინც მოახერხეს PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდის წევრებმა: იგორ კურგანოვმა და ლეო ფერნანდესმა

რუმები

ქართული უცხოური