დენი შტერნის დაუნსვინგმა გას ჰენსენის ზარალს გადააჭარბა

რა თქმა უნდა, სათაური მკითხველს შეცდომაში შეიყვანს. დენი შტერნს ნამდვილად არ ჰქონია ისეთი დაუნსვინგი, როგორიც გას ჰენსენს დაატყდა თავს. ლეგენდარულმა დანიელმა მოთამაშემ, მხოლოდ Full Tilt Poker-ზე, $20.000.000 დოლარზე მეტი დაკარგა. დენი შტერნის შემთხვევაში კი, მსგავსი ორაზროვანი დასკვნის გამოტანის საშუალებას ის ფაქტი იძლევა, რომ შტერნმა დარიგებების რაოდენობასთან შეფარდებით გაცილებით დიდი თანხა დაკარგა. 

გას ჰენსენმა Full Tilt Poker-ზე $20.737.007 დოლარი წააგო, რასაც 1.572.615 დარიგება დასჭირდა. მისი დანაკლისი ყოველ დარიგებაზე $13.18 დოლარს შეადგენდა. დენი შტერნმა კი, PokerStars-ზე, 80.451 დარიგებაში  $1.301.035 დოლარი დაკარგა, რაც ყოველ დარიგებაზე -$16.17 დოლარს უდრის. 

უნდა ითქვას, რომ ამერიკელი პროფესიონალი მოთამაშის საქმე ცუდი მიმართულებით ბოლო წლიდან წავიდა. HighStakesDB შტერნის თამაშს 2010 წლიდან აღრიცხავს. 2016 წლის მარტიდან შტერნმა, პოტ-ლიმიტ ომაჰას $100/$200 და $200/$400 მაგიდებზე  $1.3 მილიონ დოლარზე მეტი წააგო. ერთ-ერთი მთავარი მსგავსება, რაც შტერნსა და ჰენსენს აკავშირებთ, მაგიდების, თამაშების, ან ოპონენტების არასწორი არჩევაა: დენი შტერნის მთავარი მეტოქე, ვისთანაც წაგებული თანხის ნახევარზე მეტი დათმო, ონლაინ პოკერის რეგულარი და ჰაი სტეიკს გრაინდერი BERRI SWEET არის. მეორე მოთამაშე, ვისთანაც შტერნი დიდ მინუსშია ტიმოფეი Trueteller კუზნეცოვია. 

დენი შტერნი იმ ოთხეულის წევრი იყო, რომელიც რეალითი შოუს "2 Months 2 Million"-ში მოხვდა. გუნდს ორი თვის განმავლობაში ლას ვეგასში უნდა ეცხოვრა და ონლაინ პოკერის თამაშით $2 მილიონი დოლარი უნდა მოეგროვებინა. მართალია, მიზნის მიღწევა ვერ შეძლეს, მაგრამ $676.700 დოლარიანი შედეგი მაინც აჩვენეს. ამის შემდეგ შტერნმა მაღალ ლიმიტებზე დაიწყო თამაში, საიდანაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დაბლა ჩასვლა გადაწყვიტა, რადგან მისთვის დიდი თამაშები წამგებიანი აღმოჩნდა. რთულია იმის თქმა, რამდენად გაითვალისწინებს მოთამაშე მის ამჟამინდელ მდგომარეობას და ისევ გადავა თუ არა შედარებით დაბალ ლიმიტებზე. აშკარაა, რომ თუ ის გეზს არ შეიცვლის, მის ბანკროლს საფრთხე ემუქრება. 

რუმები

ქართული უცხოური