დენიელ ნეგრანუ ლუკ შვარცის მხარეს იჭერს და დაგ პოლკს აკრიტიკებს

დაგ პოლკთან საქვეყნოდ ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, ლუკ შვარცმა თაყვანისმცემლები და მხარდამჭერები გაიჩინა, პირველ რიგში - დენიელ ნეგრანუს სახით. PokerNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუკ შვარცმა დაგ პოლკს მატყუარა, ხოლო მის სატრეინინგო საიტს აფიორა უწოდა. შვარცის ბრალდებას პოლკი "2+2" ფორუმზე დაუპირისპირდა: "Upswing Poker არც ტყუილია და არც აფიორა, - წერს დაგ პოლკი, - ჩვენ პატარა გუნდი ვართ, რომელშიც მე, რაიან ფი, ფერნანდო ჰებეგერი და პრატიუშ ბუდიგა შევდივართ. გუნდის ყოველ წევრს მილიონობით დოლარი აქვს მოგებული, როგორც ონლაინ, ისე ლაივ თამაშებზე. მომხმარებელს სხვადასხვა კურსს ვთამაშობთ, რომელთა შორის ზოგი დამწყები მოთამაშისთვის, ზოგიც კი - ჰაი სტეიკს გრაინდერისთვისაა განკუთვნილი."

ლუკ შვარცის ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი კომენტატორი კანადელი მოთამაშე, დენიელ ნეგრანუ აღმოჩნდა, რომელიც ლუკ შვარცს ამართლებს და მის მხარეს იჭერს: "ლუკ შვარცი მართალია! ის ყველაფერს რეალურად ყვება და, მიუხედავად საუბრის უხეში მანერისა, მას სწორი არგუმენტები აქვს." 

რა თქმა უნდა, დენიელ ნეგრანუს ასეთი მხარდაჭერა გასაკვირი არაა - დაგ პოლკი უკვე დიდი ხანია, რაც ნეგრანუს PokerStars-ის არასწორი და რეგულარულ მოთამაშეთა წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს. როდესაც PokerStars-მა რეიკბექის შემცირება, ხოლო თავად რეიკის გაზრდა გადაწყვიტა, დენიელ ნეგრანუ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მსგავსი ცვლილებები გაამართლა და ონლაინ პოკერის ეკოსისტემისთვის ხელშემწყოფ ნაბიჯად წარმოაჩინა. დაგ პოლკის კრიტიკის შემდეგ კი, კანადელმა მოთამაშემ ყველაფერი უარყო და თქვა, რომ მას მსგავსი არაფერი უთქვამს. 

 

რუმები

ქართული უცხოური