ონლაინ პოკერის იტალიელი მოთამაშეები ევროპაში თამაშს 2017 წლისთვის შეძლებენ
რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც იქნა, იტალიელი მოთამაშეებისთვის სასიამოვნო სიახლე ხდება ცნობილი: ქვეყნის ხელისუფლება ონლაინ პოკერის საზღვრების გახსნას და მოთამაშეებისთვის ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლეგალურ პლატფორმაზე თამაშის უფლების მიცემას გეგმავს. აქამდე, იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, ონლაინ პოკერის არეალი მხოლოდ ლოკალური ბაზრით განისაზღვრებოდა, თუმცა ამიერიდან ყველაფერი შეიცვლება.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და პორტუგალია არიან, მკაცრად შემოსაზღვრული და გამოცალკევებული პოკერის ბაზრების გამო, ონლაინ პოკერის მიმართულებით დიდი ვარდნა ნახეს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ გემბლინგი, ბეთინგი და ზოგადად ონლაინ აზარტული თამაშები სტაბილურად მზარდ ტენდენციას აჩვენებენ და სამომავლო განვითარების პერსპექტივებსაც იძლევიან, არჩეული პოლიტიკსა და მკაცრი რეგულაციების გამო, ონლაინ პოკერი არათუ გაიზარდა, დიდი ზარალი განიცადა და მნიშვნელოვნად შემცირდა.
წარუმატებლობა იმდენად აშკარა იყო, რომ ზემოთჩამთვლილი სახელმწიფოების წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთის მხარესთან ერთად, პარიზში შეიკრიბნენ და ონლაინ პოკერის კრიზისზე ილაპარაკეს. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ერთადერთი სახელმწიფოა ევროპაში, რომელიც მსოფლიოს საკუთარი ონლაინ პოკერის ბაზარს გახსნილად სთავაზობს. საფრანგეთი და პორტუგალია პირველები იყვნენ, ვინც ბაზრების გაერთიანებაზე შეთანხმდნენ. როგორც ჩანს, მათ არც იტალია ჩამორჩა. როგორც იტალიის აზარტული თამაშების მარეგულირებელი სააგენტოს ხელმძღვანელი, დარია პატრელია ამბობს, მათ რამდენიმე განსხვავებული სახის პროექტი აქვთ, რომლებსაც სულ ცოტა ხანში, მიმდინარე წლის მაისში წარმოადგენენ - "იმედია ონლაინ პოკერის გაერთიანებული ბაზარი მალე რეალობად იქცევა."
ონლაინ გემბლინგის თვალსაზრისით, იტალიური ბაზარი ამჟამად ევროპაში მეორე ადგილს იკავებს - ის მხოლოდ ბრიტანეთს ჩამორჩება. როგორც აზარტული ინდუსტრიის ექსპერტები ვარაუდობენ, ონლაინ პოკერისთვის მსგავსი ყურადღების დათმობა, იტალიური გემბლინგისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.