ვოიტეკ რუზიკა PartyPoker Live Millions-ის ტურნირს იგებს

2016 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე ჩეხმა ვოიტეკ რუზიკამ 'ნოემბრის ცხრიანში' მოხვედრა და საკუთარი სახელის პოკერის ისტორიაში ჩაწერა მოახერხა. უამრავი კრიტიკოსის აზრით, ისეთ მასშტაბურ ტურნირზე, როგორიც WSOP-ის მეინ ივენთია, ფინალურ მაგიდაზე გასვლა მხოლოდ იღბლითაა განპირობებული და არა მოთამაშის ცოდნითა და უნარებით. ვოიტეკ რუზიკამ კი ნათლად დაამტკიცა, რომ 'ნოემბრის ცხრიანში' შესვლა არა ბედისწერის, არამედ საკუთარი ცოდნის ხარჯზე მოახერხა - ჩეხმა მოთამაშემ, რომლის დიდ ტურნირებში გამოჩენას დიდად არ წინასწარმეტყველებდნენ, PartyPoker-ის მიერ ნოტინგემში გამართული £10.300 ფუნტ სტერლინგიანი Live Millions-ის მოიგო. 

"მშვენიერი შეგრძნებაა. 'ნოემბრის ცხრიანის' შემდეგ უამრავ ჰაი როლერ ტურნირში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ფულში შესვლა ვერაფრით მოვახერხე. მართალია, WSOP-ის 'ნოემბრის ცხრიანის' შემდეგ ჩემგან პოკერის ტურნირებზე წუწუნი უსამართლობა იქნებოდა, მაგრამ ამდენი ძვირადღირებული ღონისძიების უშედეგო თამაში საკმაოდ რთულია. ტურნირის მოგება კი საოცარი შეგრძნება იყო: ყველა მნიშვნელოვან დარიგებას ვიგებდი, რაც საოცარ თავდაჯერებულობას მაძლევდა." ვოიტეკ რუზიკამ პირველი ადგილისთვის £284.210 ფუნტ სტერლინგი მიიღო, რაც დაახლოებით $363.135 აშშ დოლარია. 

ტურნირი, რომელზეც 110 მოთამაშე დარეგისტრირდა, დროში საკმაოდ გაიწელა - 3 დღიან ღონისძიებას ერთი დამატებითი დღეც დაემატა. "სიმართლე რომ ვთქვა, ტურნირის ბოლომდე მიყვანის მომხრე არ ვიყავი, - ამბობს რუზიკა, - თამაში დამღლელი და ხანგრძლივი აღმოჩნდა და ვფიქრობდი, რომ ადგილების გადანაწილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გავმართავდით. 15 საათიანი ფინალური მაგიდის შემდეგ, ჰედს-აპი კიდევ რამდენიმე საათი მიმდინარეობდა, რაც დამღლელი აღმოჩნდა."

დიდ ტურნირებში, როგორც წესი, მოთამაშეები მწვრთნელების დახმარებას იყენებენ. გამონაკლისი არც რუზიკა აღმოჩნდა, რომელმაც დასახმარებლად მაქს ალტერგოტს მიმართა. "მაქს ალტერგოტი ჰედს-აპის სპეციალისტია. მასთან საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მქონდა. WSOP-ის მეინ ივენთისთვის როცა ვემზადებოდი, დიფსტეკ თამაშზე მქონდა აქცენტი გაკეთებული, რადგანაც WSOP-ის ფინალურ დუელში რთული მანევრების შესასრულებლად საკმაოდ ბევრი ჩიპია დარჩენილი. ამ შემთხვევაში კი ასე არ იყო. ჰედს-აპის სწავლას საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ. როგორც იქნა, ჩემი ცოდნის გამოყენება შევძელი." ფინალურ ორთაბრძოლაში ვოიტეკ რუზიკამ პოლონელი ბარტლომეი მაკონი დაამარცხა, რომელსაც £220.790 ფუნტ სტერლინგი შეხვდა.

რუმები

ქართული უცხოური