გასული კვირის პოკერის მიმოხილვა: ტონი ჯი და გას ჰენსენი დიდ ქეშ-გეიმში
პოკერის მოყვარულების ერთადერთ გასართობად და თავშესაქცევად High Stakes Poker-ისა და Poker After Dark-ის ძველი გადაცემები შეიძლება ჩაითვალოს. დღევანდელი მედია, რომლის ძირითადი დრო აზარტულ თამაშებს ეთმობა, ხარისხიანი სატელევიზიო გადაცემებისა და მაღალი ლიმიტების თამაშების მნიშვნელოვან დანაკლისს განიცდის. სიტუაციის გამოსწორებას ლეონ ცუკერნიკმა სცადა, რომელმაც King's Casino Rozvadov-ში ჰაი სტეიკს გემბლერები, მათ შორის ლეგენდარული გას ჰენსენი და ტონი ჯი მოიწვია.
ქეშ-გეიმი WSOP Circuit-ის ფარგლებში ჩატარდა და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველი ორი დღე პოტ-ლიმიტ ომაჰას, ხოლო უკანასკნელი დღე ულიმიტო ჰოლდემს დაეთმო. ბლაინდები €100/€200 ევროს შეადგენდა, რაც სატელევიზიო გადაცემისთვის არცისე მაღალ ლიმიტს წარმოადგენს, მაგრამ ე.წ. 'სტრადლის' გამოყენება ყველაფერს ცვლიდა და თამაშს გაცილებით დაძაბულ ელფერს აძლევდა. მაგიდაზე იმყოფებოდნენ ნიკი ჯედლიკა, რონი კაისერი, თავად King's Casino Rozvadov-ის მფლობელი და WPT-ის გამარჯვებული, ლეონ ცუკერნიკი, მაგრამ მთავარ ინტერესს, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში წასული ტონი ჯი და ერთ დროს ყველაზე საშიშ მოთამაშედ აღიარებული გას ჰენსენი იწვევდნენ.
გადაცემის ნახვა ქვემოთ მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი:
კაზინოში მიმდინარე თამაშის გარდა, რომელიც ჯერ Twitch-ის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცა, ხოლო შემდეგ Youtube-ზე აიტვირთა, ინტერნეტშიც რამდენიმე საკმაოდ დაძაბული დაპირისპირების ნახვა იყო შესაძლებელი. კვირის ყველაზე დიდი და მასიური დარიგება დენი supernova9 შტერნსა და BERRI SWEET-ს შორის მოხდა.
თამაში: პოტ-ლიმიტ ომაჰა; ჰედს-აპი
ლიმიტი: $400/$200
დენი შტერნმა 'ბატონიდან' $1.360-მდე გაზარდა, რაზეც BERRI SWEET-მა $4.240-იანი რირეიზით უპასუხა. $8.800 დოლარიანი ფლოპზე T
9
2
დაიდო. BERRI SWEET-მა პრეფლოპ აგრესიის გაგრძელება სცადა, რაც შტერნმა ქოლით მიიღო. ბანკი $17.437 დოლარმდე გაიზარდა. თერნზე T
დაიდო. ამჯერად აგრესორმა ჩექი არჩია. პოზიციაში მყოფმა შტერნმა კი $12.955 დოლარი დადო, რაზეც მეტოქისგან ქოლი მიიღო. ბოლო რაუნდს J
და ახლა ბორდი ასე გამოიყურება T
9
2
T
J
. BERRI SWEET ჩექს თამაშობს, დენი შტერნი კი ბანკის მოცულობის რეიზს აკეთებს, მეტოქისგან - კვლავაც ქოლი. როგორც აღმოჩნდა, შტერნმა 2
T
K
A
-ით ჯერ კიდევ თერნზე ფულ ჰაუსის დასრულება მოახერხა. უცნობია რა ჰყავდა BERRI SWEET-ს, რომელმაც შტერნთან $129.718 დოლარიანი ბანკი დათმო.
მიუხედავად იმისა, რომ კვირის მთავარი გმირები BERRI SWEET და დენი შტერნი იყვნენ, 2017 წელს ისინი კვლავაც წამგებიან მოთამაშეთა რიცხვში შედიან. 2017 წლის ყველაზე წარუმატებელი მოთამაშე კი დენიელ ქეითსია, რომელსაც ფეხდაფეხ მიჰყვებიან დენი შტერნი და ბილ პერკინსი. მომგებიან მოთამაშეთა სიას Ravenswood13 ლიდერობს, მეორეზე კი ბენ Sauce123 სალსკია.





